თეგებით ძიება
02. 06. 2020 News-ები

9 რამ, რაც არასოდეს უნდა სთხოვოს მამაკაცს ამაყმა და თავდაჯერებულმა ქალმა

ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ბევრ ისეთ დეტალს შეიცავს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ჰარმონიული ურთიერთობისთვის. არსებობს მომენტები, როდესაც ქალი მართლაც სუსტი სქესია და მამაკაცი – ძლიერი.

ამის გამო, ქალები ხშირად მამაკაცებზე დამოკიდებულნი ხდებიან. ეს დამოკიდებულება იქამდე მიდის, რომ ქალი იჩაგრება და მამაკაცი მის მორჩილებას ბოროტად იყენებს.

ამიტომ აუცილებელია დაიცვათ ბალანსი, რის მეშვეობითაც შეძლებთ იყოთ საყვარელი მამაკაცის გვერდით ბედნიერი.

1. დადგეს თქვენს მხარეს კამათის დროს – თქვენი ასეთი საქციელი მამაკაცს ცუდ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენზე. არ შეიძლება დააძალოთ მამაკაცს კამათში თქვენს მხარეზე დადგომა. მიეცით თავისუფლება.

2. ატაროს თქვენი ჩანთა – ამგვარი საქციელი ცოტა უპატივცემულობას გამოხატავს. არ გირჩევთ ასეთი საქციელის ხშირად ჩადენას. მამაკაცს თუ სურს ისედაც წამოიღებს თქვენს ჩანთას.

3. აიძულოთ გამოთქვას აზრი რომელიღაც თქვენი დაქალის მიმზიდველობის შესახებ – თქვენი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იქნება თუ ამგვარ რაღაცას სთხოვთ მამაკაცს. ის ყოველთვის ამჩნევს თქვენს გარშემომყოფებს და თუ სურვილი ექნება თვითონვე გააკეთბს აქცენტს ამ თემასთან დაკავშირებით.

4. მოითხოვოთ მეტი დრო გაატაროს თქვენთან – თქვენს რჩეულს დრო თუ აქვს და თქვენთან სურს მისი გატარება აუცილებლად თვითონვე გამოიჩენს ინიციატივას.

მაგრამ თუ თქვენი მხრიდან მუდმივად წამოვა მის მიმართ მკაცრი მოთხოვნები, ის აუცილებლად თავს აგარიდებთ ხოლმე. რა თქმა უნდა ყველაფერს საზღვარი აქვს.

5. თან წაგიყვანოთ ყველა ღონისძიებაზე – კიდევ ერთი სულელური შეცდომა. თქვენ ხომ არ იცით რა ტიპის შეხვედრაა, იქნებ საქმიანია და თქვენი გამოჩენა არ არის სასურველი, ან უბრალოდ ის ყურადღებას ვერ მოგაქცევთ იმის გამო რომ დაკავებული იქნება.

უბრალოდ ენდეთ თქვენს რჩეულს და უაზრო ეჭვებში ნუ ჩავარდებით (ნუ გაიფიქრებთ რომ ის გიღალატებთ).

6. ისაუბროს ტიპურ ქალურ თემებზე – ამას უბრალოდ თქვენც მიხვდებით, თუ რატომ არ იქნება სასურველიასეთ თემებზე საუბარი თქვენს რჩეულთან.

7. ერთად უყუროთ ქალების შოუს და სერიალებს – შესაძლოა დაგთანხმდეთ ერთხელ ან ორჯერ მსგავსი შოუების და სერიალების ნახვალზე. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მუდმივად. ასე გაგრძელების შემთხვევაში იგი ყოველთვის თავს აგარიდებთ.

8. მოსთხოვოთ შეიცვალოს – ეს პირდაპირ ეხება ადამიანის პიროვნებას. თქვენ სთხოვთ ისეთ რამეს რაც მის სიამაყეს შეურაცხყოფს. ნუ მოსთხოვთ შეიცვალოს.

თუ არ მოგწონთ ისეთი როგორიც არის, უბრალოდ დაამთავრეთ მასთან ურთიერთობა

9. აიძულოთ გააფუჭოს ურთიერთობები მის ოჯახთან – ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი შეიძლება ქალმა დაუშვას ურთიერთობაში.

არაფრით არ შეიძლება მსგავსი ულტიმატუმის წაყენება, რადგან შესაძლოა მის ოჯახთან ურთიერთობა გაიფუჭოს, მაგრამ ბოლოს მაინც შეურიგდება და თქვენ კი დაგშორდებთ.


წყარო:genius.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა