თეგებით ძიება
02. 06. 2020 News-ები

შენი სხეული შენზე ადრე გრძნობს, ვინ არის ის „ერთადერთი“

ადამიანის ევოლუციის შესწავლისას გენეტიკური კოდი მნიშვნელოვანია. მაგრამ არანაკლებ გავლენას ახდენს სექსუალური პარტნიორის არჩევისას. როდესაც ის პირველად დაინახე, მაშინვე გული აგიფრიალდა, თვალებში გულები გამოგესახა, მისმა გამოხედვამ, ღიმილმა მოგაჯადოვა. თუმცა ერთი შეხედვით, სულაც არ არის ასეთი მიმზიდველი, ხომ? ამ ცხელი მიზიდულობის საიდუმლო სექსუალობასთან არანაირ კავშირში არაა — Nature-ის ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ის შენი გენეტიკური კოდირების ნაწილია!

როგორც კვლევებმა აჩვენა, ყველა ადამიანში უნიკალური HLA ლეიკოციტების ანტიგენური კომპლექსია, რომელიც იმუნურ სისტემას ეხმარება საკუთარი უჯრედები არასასურველი ვირუსების და ბაქტერიებისგან გამიჯნოს. ამასთან ერთად, ისინი ადამიანებს შორის მიზიდულობაზეც უდიდეს გავლენას ახდნენ.

მეცნიერებმა 254 წყვილის მიზიდულობის ნიმუში შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თუ პარტნიორებში ერთმანეთისგან განსხვავებული HLA კომპლექსია, მათ შორის მიზიდულობა ძალიან დიდია. განსხვავებული პოლუსები ერთმანეთს ძალიან მიიზიდავენ.

HLA ასევე განსაზღვრავს, რამდენად გვიზიდავს პარტნიორის სუნი. შესაძლოა სუნის სიყვარული ზოგადად ადამიანის სიყვარულის გამო იყოს გამოწვეული, მაგრამ ხშირად, თავდაპირველად ადამიანი სურნელს აღიქვამს და ეს სურნელი აღძრავს მოწონების და შეყვარების სურვილსაც.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ 2 ცხოველს, რომლებსაც განსხვავებული ქსოვილოვანი თავსებადობა — MHC (major histocompatibility complexes) აქვთ (მეცნიერები ცხოველების HLA-ს MHC-ს უწოდებენ), ერთმანეთი ძალიან უყვართ და მათი სხეულის ფლუიდებიც ბუნებრივად ერევა, მათი შთამომავლობა კი განსაკუთრებულად ძლიერი იმუნური სისტემით გამოირჩევა.

მოკლედ, ამის შემდეგ შენი სიმპატიის ასტროლოგიური ნიშნით ნუღარ დაინტერესდები — მისი გენეტიკური HLA-ს შიფრი უნდა მოიპოვო.


წყარო:genius.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა