თეგებით ძიება
02. 06. 2020 News-ები

"ყველა შეძრული ვართ... " - გორში 16 წლის გოგო ძმამ საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახა

ტრაგედია გორში – 16 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ნინი ქერდიყოშვილი ხეივანზე ჩამომხვრჩვალი ძმამ დილით ნახა.

ახალშენში მერის წარმომადგენლის დავით ცერცვაძის თქმით, სოფელში მომხდარი ამბავით ყველა შეძრულია.

,,გოგონა საკუთარ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს. ნორმალური, გაწონასწორებული ოჯახის შვილი იყო და ყველა შეძრული ვართ ფაქტით,”- აღნიშნა მერის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ.

სკოლის დირექტორის გოდერძი ნასყიდაშვილის თქმით, გარდაცვლილი ძალიან გაწონასწორებული მშვიდი გოგონა იყო.

,,დილით გავიგე ეს ამბავი. როგორც ვიცი დილის 6 საათზე ნახა ძმამ ხეივანზე ჩამომხვრჩვალი. ძალიან კარგი გოგონა იყო, მშვიდი, გაწონასწორებული. რა მოხდა არ ვიცით. პოლიცია მისულა ოჯახში და გოგონას პირადი კომპიუტერი და ტელეფონი წაიღეს ექსპერტიზაზე. სხვა დეტალები არ ვიცი.”- ამბობს დირექტორი გოდერძი ნასყიდაშვილი.

შს-ს გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა