თეგებით ძიება
02. 06. 2020 News-ები

სომხეთში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში 517 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 19 შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, სულ 10 009 ადამიანი დაავადდა, ხოლო 158 პაციენტი კი გარდაიცვალა კოვიდ 19-ისგან. გამოჯანრთელებულია 3427 ადამიანი, ხოლო 6424 კი ამ დრომდე საავადმყოფოებში გადის მკურნალობას. ადგილობრივ მედიაში აცხადებენ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რიცხვი გაცილებით მეტია ვიდრე ამას ოფიციალურ უწყების წარმომადგენლები ამბობენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსისგან დაავადდა აგრეთვე სომხეთის პრემიერიც. მისი თქმით, დაავადება დაუდასტურდა მისი ოჯახის ოთხ წევრსაც, რომლებიც ამ დროისთვის მკურნალობას გადიან- მათი მდგომარეობა კი სტაბილურია და ინფექციისგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებები არ შეინიშნება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა