თეგებით ძიება
02. 06. 2020 News-ები

რუსეთში კორონავირუსის გავრცელებას ვერ აკონტროლებენ- უკანასკნელ 24 საათში 182 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში კორონავირუსი ამ დრომდე ძალზე მასშტაბურად ვრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. უკანასკნელ 24 საათში 9000-მდე ადამიანი დაავადდა ვირუსით, ხოლო 182-მა მათგანმა კი ფატალურად დაასრულა სიცოცხლე ინფექციასთან ბრძოლაში.

საერთო ჯამში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 423 741-ს შეადგენს, რომელთაგან 5037 შემთხვევა სასიკვდილო აღმოჩნდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 186 985-ს შეადგენს, 231 719 კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და აქტიურ მკურნალობას გადის.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა თქმით, ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება- ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით ნათელი ხდება, რომ მთავრობა მალავს პანდემიის რეალურ სურათს ქვეყანაში- უკვე 2 თვეა რაც კრიტიკულ პაციენტთა რაოდენობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიეწოდება კონკრეტული მონაცემები.

არსებობს ფაქტები, როდესაც აღმოსავლეთ რუსეთის რეგიონებში კოვიდ ინფექციისგან გარდაცვლილებს სიკვდილის გამომწვევ მიზეზად საავადმყოფოებში სხვადასხვა სახის დაავადებებს- ფილტვების ანთებას, სიმსივნესა და გულის შეტევას უფიქსირებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მუშაობის ეფექტურობის შესამოწმებლად 50 სამხედრო მოსამსახურე შეარჩია- საუბარია წამალ ავიფავირზე, რომელსაც რუსეთის ჯანდაცვის უწყების მტკიცებით, კოვიდ 19-ის დამარცხება შეუძლია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა