თეგებით ძიება

ჩვენ და ჩვენი ანტიპოდი - ანუ რატომ გვიზიდავენ რადიკალურად განსხვავებული ადამიანები

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სცე­ნა­რით ვი­თარ­დე­ბა. თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თო­ბის რამ­დე­ნი­მე ტიპი, რო­მე­ლიც თა­ვის თავ­ში პარტნი­ო­რებს შო­რის სხვა­დას­ხვაგ­ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ემო­ცი­ურ-მენ­ტა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მას მო­ი­აზ­რებს. მო­დით სა­თი­თა­ოდ გა­ვეც­ნოთ მათ...

ურ­თი­ერ­თო­ბის ტიპი "მე და ჩემი ან­ტი­პო­დი"

ვერ­ძი - სას­წო­რი

კურო - მო­რი­ე­ლი

ტყუ­პი - მშვილ­დო­სა­ნი

კირჩხი­ბი - თხის რქა

ლომი - მერ­წყუ­ლი

ქალ­წუ­ლი - თევ­ზე­ბი

სას­წო­რი - ვერ­ძი

მო­რი­ე­ლი -კურო

მშვილ­დო­სა­ნი - ტყუ­პი

თხის რქა - კირჩხი­ბი

მერ­წყუ­ლი - ლომი

თევ­ზე­ბი - ქალ­წუ­ლი

ჩვენ­გან მეშ­ვი­დე ნი­შან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მრუ­დე სარ­კე­ში ჩვე­ნი­ვე ორე­უ­ლის ცქე­რას გავს. მის­გან შეგ­ვიძ­ლია ვის­წავ­ლოთ ის, რაც თა­ვად ასე გვაკ­ლია ხა­სი­ათ­ში. თუმ­ცა, მა­ნამ, სა­ნამ ამას გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, შე­საძ­ლოა, პარტნი­ორ­ში ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბულ­მა თვი­სე­ბებ­მა ხში­რად ძა­ლი­ა­ნაც გაგ­ვა­ღი­ზი­ა­ნოს და პი­რი­ქით, მას არ მო­ე­წო­ნოს ბევ­რი რამ ჩვენ­ში.

რო­გორც საქ­მი­ა­ნი, ისე პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით ჩვენს ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შან­თან კავ­ში­რი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, თუ ჩვენ შევ­ძლებთ კომ­პრო­მი­სი­სა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის ხარ­ჯზე და­ვი­ნა­ხოთ ერ­თმა­ნე­თის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი. სა­ა­მი­სოდ, უმ­თავ­რე­სი ბა­ზი­სი არის პარტნი­ო­რე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დონე და სწო­რი ეთი­კურ-მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში კი, როცა საქ­მე გვაქვს შე­და­რე­ბით პრი­მი­ტი­ულ კავ­შირ­თან ან ერთი პარტნი­ო­რი მა­ინც მო­ი­კოჭ­ლებს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-მენ­ტა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბით, წყვილ­ში ურ­თი­ერთჯიბ­რის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის მუდ­მი­ვი ბრძო­ლის სურ­ვი­ლი ვლინ­დე­ბა. რაც ხში­რად ხდე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი სკან­და­ლე­ბის და ხში­რად გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბა­ბიც.

ამი­ტომ უპირ­ვე­ლე­სი წესი, რაც ე.წ. "ან­ტი­პო­დე­ბის" კავ­ში­რი­სას უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ არის ის, რომ ეს უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, წყვი­ლი ვერ შეძ­ლებს ჰარ­მო­ნი­ულ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას. თუმ­ცა, სა­ი­მი­სოდ, რომ ჭეშ­მა­რიტ ჰარ­მო­ნი­ულ ოჯა­ხურ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას მი­აღ­წი­ონ, სწო­რედ ოპო­ზი­ცი­ურ ნიშ­ნებს გა­აჩ­ნი­ათ ყვე­ლა­ზე მეტი შან­სი. იმი­ტომ რომ ოპო­ზი­ცია თა­ვი­სი არ­სით, ერთი მთლი­ა­ნო­ბის ორ ნა­წილს მო­ი­აზ­რებს და სწო­რედ ამ "ნა­წი­ლებს" გა­აჩ­ნი­ათ პო­ტენ­ცი­ა­ლი, ურ­თი­ერ­თკომ­პრო­მი­სი­სა და თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის ხარ­ჯზე გამ­თლი­ან­დნენ და ბედ­ნი­ე­რი ცოლ-ქმრუ­ლი წყვი­ლი შექ­მნან. რო­მე­ლიც გარ­და ამი­სა, სა­ერ­თო კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბას, ერ­თმა­ნე­თის­თვის კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში ხე­ლის შე­წყო­ბის ფაქტს და სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სტი­მუ­ლის გა­ჩე­ნა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს წყვილს შო­რის.

ასე­თი წყვი­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით იმაღ­ლე­ბენ არამ­ხო­ლოდ სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს და მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ხელ­საც უწყო­ბენ ერ­თმა­ნეთს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ისი­ნი ერ­თად "იზ­რდე­ბი­ან" პი­როვ­ნუ­ლად და სწო­რედ ამ­გვარ წყვი­ლებს შო­რის ყა­ლიბ­დე­ბა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ემო­ცი­ურ-მენ­ტა­ლუ­რი კავ­ში­რი. რაც თა­ვის მხრივ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის სა­წინ­და­რია.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა