გმირი დედა, საუკეთესო ცოლი და უბადლო პროფესიონალი - ზოდიაქოს ყველაზე ყოჩაღი ქალები
ხშირად ბევრი ქალი ვერ ახერხებს, რომ ერთმანეთს წარმატებულად შეუთავსოს პროფესიული სფერო და ოჯახური მოვალეობები. თუმცა, არიან ერთეულები, ვისაც ეს ნამდვილად ხელეწიფება. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ენერგოპოტენციალსა და მონდომებაზე. რასაც თქვენ წარმოიდგინეთ ხშირად ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს...
ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ვერძის ზოდიაქოს მართავს, ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ანიჭებს მებრძოლის ხასიათს, მამაკაცურ აქტიურობას და მოუსვენრობას. ვერძი ქალის ენერგია მხოლოდ ოჯახისთვის ძალზე ბევრია, ამიტომაც არის ხოლმე, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები წარმატებით ახერხებენ როგორც შვილების გაჩენა/მოვლას (ხშირად მრავალშვილიანებიც გვხვდებიან მათ შორის) ასევე პროფესიულ სფეროში თავის გამოჩენას და დიდი სიმაღლეების დაპყრობას. მეტიც, ვერძისთვის აუცილებელია პროფესიული განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აუტანლად ანჩხლი და კაპასი გახდება თუკი მისი ენერგია მხოლოდ ოჯახს მიღმა იქნება კონცენტრირებული.
ქალწული - ბუნებით მშრომელი, დისციპლინისა და რეჟიმის მოყვარული, საოცრად მოწესრიგებული ადამიანია. ამიტომ ქალწულისთვის უქმად ყოფნა შეიძლება ითქვას, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი სასჯელი შეიძლება იყოს. შესაბამისად, ქალწულების დიდი ნაწილი მთელ თავის პოტენციალს დებს ხოლმე პროფესიულ განვითარებაში, რაც ზოგჯერ იწვევს იმას, რომ იგი საერთოდაც არ ოჯახდება ან ოჯახდება ძალიან გვიან. თუმცა ოჯახის ტვირთი სულაც არ შეუშლის ხელს ქალწულს ძველებური მუყაითობით გააგრძელოს სამსახურეობრივი საქმიანობა. უფრო მეტიც, იგი ერთი-ორად მობილიზებული და მონდომებული იქნება, როცა იცის, რომ საქმე მისი მომავალი ოჯახისა და შვილების კეთილდღეობას ეხება.
თხის რქა - მიზანდასახული, ამაყი, პრინციპული და სერიოზული ქალია. იგი იშვიათად ქმნის ოჯახს მსუბუქი ფლირტის ან მოკლევადიანი რომანის შემდეგ. მომავალ მეორე ნახევარს ყოველთვის გულდასმით ირჩევს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ რჩეული არამხოლოდ მის მოთხოვნებს, არამედ მისი ოჯახის კრიტერიუმებსაც შეესაბამებოდეს. სამსახური თხის რქისთვის უმთავრესი სიამაყის წყარო და მოტივატორია, ამიტომ დაოჯახებულიც კი იგი დიდი შემართებით აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას. ამაში ისიც ეხმარება, რომ კოსმოსმა მისის ზოდიაქოს ნიშანი გასაოცარი სიბეჯითით, ამტანობითა და მუყაითობით დააჯილდოვა. შესაბამისად, ქალი თხის რქისთვის ოჯახური ცხოვრებისა და წარმატებული კარიერის შეთავსება პრობლემა არც არასოდეს იქნება.
წყარო:astrologi.ambebi.ge