"ჩამოწერეთ, რისი მოშორებაც გსურთ, დაწვით ფურცელი და წყალს გააყოლეთ" - ასტროლოგი გვასწავლის, როგორ მოვემზადოთ 5 ივნისის სავსემთვარეობისთვის
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 5 ივნისს მოსალოდნელ სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების შესახებ წერს და თვის ზოგად ასტროლოგიურ მიმოხილვასაც გვთავაზობს:
"5 ივნისს, თბილისის დროით 23:25 წუთზე ნაწილობრივი მთვარის დაბნელება და ასევე, სავსემთვარეობაა ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე. ეს დაბნელება ხსნის ე.წ. დაბნელების დერეფანს, რომელიც 5 ივლისს, ისევ მთვარის დაბნელებით სრულდება. ამ დაბნელებებს შორის, 21 ივნისს, ზუსტად ზაფხულის ბუნიაობაზე გვექნება კიდევ ერთი, მზის დაბნელება, რაზეც მოგვიანებით შემოგთავაზებთ პოსტს. მთლიანობაში, წელს, სულ 6 დაბნელებაა მოსალოდნელი, რაც იშვიათობაა და ამიტომაცაა ცოტა უჩვეულო, რთული წელია მთლიანად სამყაროსთვის.
სავსემთვარეობა და, მით უფრო, მთვარის დაბნელება საკმაოდ ემოციური პერიოდია, ვინაიდან უზარმაზარი ენერგია მოდის სამყაროდან, რასთან გამკლავებაც ყველას არ შეუძლია. ბევთან ის გაღიზიანებას, ფორიაქს, აგრესიას იწვევს, ამიტომაც მატულობს კონფლიქტების, დაპირისპირებების შემთხვევები. ამ დღეებში იყავით თავშეკავებული, ნუ ჩაებმებით კონფლუქტურ სიტუაციებში, გამოიჩინეთ კეთილგონივრულობა. დაბნელების გავლენა უშუალოდ დაბნელების დღემდე რამდენიმე დღით ადრე და ასევე, შემდეგაც შესაძლოა გამოვლინდეს.
მთვარის დაბნელება რაღაცის დასრულებას, ციკლის ამოწურვას გვიქადის. ზოგადად, მთვარის დაბნელების პერიოდში კარგია ზედმეტებისგან, უსარგებლოსგან, დრომოჭმულისგან გათავისუფლება, გასუფთავება. ხშირად მეკითხებიან, რა რიტუალის გაკეთება სჯობს სავსემთვარეობაზე. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ფურცელზე ჩამოწეროს ის, რაც მისი აზრით ხელს უშლის წინსვლაში, აღარ მოაქვს მისთვის ის სულიერი კმაყოფილება, რაც ადრე და სურს ამისგან გათავისუფლება მთვარის დაბნელება სწორედ შესაფერისი დროა. ჩამოწერეთ, რისგან გათავისუფლება გსურთ (მაგ. მოწევა, ალკოჰოლი, ვალები, დეპრესია, უიღბლობა და სხვ.) და დაბნელებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთეთ ამ საკითხებზე კონცენტრაცია, გააცნობიერეთ, რისთვის მოგეცათ ესა თუ ის მოვლენა, ან სიტუაცია, გადაუხადეთ მადლობა და გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან, დაწვით ფურცელი და წყალს გააყოლეთ.
თუ ვინმესთან ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტეთ, კარგად აწონ-დაწონეთ, ვინაიდან დაბნელებაზე დასრულებული ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელი იქნება მომავალში. კარგი იქნება, თუ დაბლენებამდე, წინა დღეებში, საფუძვლიანად დაასუფთავებთ სახლს, გადაყრით გამოუსადეგარ ნივთებს, გაათავისუფლებთ ადგილს ახლის მისაღებად.
4-8 ივნისის პერიოდში შეეცადეთ არაფერი ახალი არ დაიწყოთ, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები, დაკავდით მხოლოდ მიმდინარე საქმეებით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. როგორც არასდროს, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე გადაადგილებისას. ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს, იყავით კონცენტრირებულნი. ყურადღებით იყავით ჯანმრთელობის კუთხითაც - მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, აკონტროლეთ წნევა, ბევრს შესაძლოა თავის გაბრუება, სიმძიმე, თავის ტკივილები, ნერვული სისტემის პრობლემები ჰქონდეს. ვინაიდან ამ დაბნელებაზე ფუგურირებს მარსი-ნეპტუნის შეერთებაც თევზების ნიშანში (რაც კრავს ე.წ. ტაუკვადრატს), სიფრთხილეა საჭირო აკლოჰოლთან, ნარკოტიკებთან, ზოგადად წამლებთან მიმართებაშიც. არის მოწამვლის, ინტოსიკაციის ალბათობა. არაა აუცილებელი ეს ყველაფერი გამოვლინდეს, თუმცა, თუ წინასწარ ინფორმაცია გექნებათ უფრო მარტივად დააღწევთ თავს უსიამოვნებებს.
ეს დაბნელება უფრო მეტად აისახება მუტაბელური ჯვრის წარმომადგენლებზე, ესენია - ტყუპები, მშვილდოსანი, თევზები და ქალწული . ასევე, ადამიანებზე, ვისაც ასცედენტი ან პლანეტები ჰყავს დაბნელების გრადუსებზე, 14-16 გრადუსზე, მით უფრო თუ ეს მზეა, მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენებია მოსალოდნელი.
დააკვირდით, რა მოხდება უახლოესი ერთი თვის მანძილზე თქვენს ცხოვრებაში. მიიღებთ სამყაროსგან მინიშნებებს, დაინახავთ აქცენტებს. არაფერი მოხდება შემთხვევით, არავინ მოვა და არც არავინ წავა. ისედაც, სამყაროში ყველაფერი ხდება ადამიანის რეალური კარმული საჭიროებიდან გამომდინარე და ამ მხრივ, ყველაფერი კანონზომიერია. მოკლედ, მოემზადეთ მთვარის დაბნელებისთვის სათანადოდ, გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვენივრად ჩაივლის. სიკეთე გქონოდეთ!".
წყარო:astrologi.ambebi.ge