თეგებით ძიება
04. 06. 2020 News-ები

მზად ვართ, თბილისში მაჟორიტარებზე გავაგრძელოთ დისკუსიები - ბადრი ჯაფარიძე

მზად ვართ, თბილისში მაჟორიტარებზე გავაგრძელოთ დისკუსიები - ამის შესახებ პარტია"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, "ლელო" შეინარჩუნებს კოლეგებთან მუდმივი დიალოგის რეჟიმს და მზად არიან თანმშრომლობისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს "ქართული ოცნების" პირველივე ტურში დამარცხება.
„მინდა, ხაზგასმით ავღნიშნო და კიდევ ერთხელ ვუთხრა საზოგადოებას, ყველა ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგას, რომ „ლელო საქართველოსთვის“ არის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ გვქონდა ჩვენი სამოქმედო გეგმა, ჩვენი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე ვგეგმავთ, ჩვენს პოლიტიკურ ნაბიჯებს. ამავდროულად, ჩვენ მუდმივად ვინარჩუნებთ დიალოგს ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან, ჩვენს ოპოზიციონერ პარტნიორებთნ და შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენი მოქმედება არ გამორიცხავს თანამშრომლობას და პარტნიორობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ ყველგან ვარჩევთ ჩვენს კანდიდატებს, მაგრამ თბილისში ჩვენ მზად ვართ, ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ დისკუსიები, გავცვალოთ არგუმენტები, რა იქნება უფრო ეფექტური გზა, რათა პირველივე ტურში დავამარცხოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატი. შესაძლოა, ეს იყოს შეჯერებული კანდიდატი, შეიძლება, ჩვენი კანდიდატების ირგვლივ შეჯერდეს ოპოზიციური პარტიები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა