8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. დღე ძალიან დაძაბული იქნება და თქვენგან საქმისადმი ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. საჭიროა ზედმიწევნით სიფრთხილითა და ყურადღებით განსაზღვროთ პრიორიტეტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ დასახული მიზნისაკენ სვლას. შეეცადეთ არ გამოავლინოთ ზედმეტი ამბიციები, ან პირიქით - თვითგანადგურება. ყოველი თქვენი ნაბიჯი დასახული მიზნისაკენ დამოკიდებული იქნება თქვენსავე მოქნილობასა და პრაქტიკულობაზე.
კურო. ყოველი თქვენი ფიქრი და აზრი ამ დღეს ოჯახზე იქნება ორიენტირებული. დღის განმავლობაში თქვენ შეძლებთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ურთიერთგაგება ნათესავებთან და მეზობლებთან. დღე ხესაყრელია სახლის რემონტისა და ავეჯის შესაძენად. შესაძლოა მოახერხოთ გაწყვეტილი მეგობრული კავშირის აღდგენა. არაა გამორიცხული, რომ თქვენი წინათგრძნობა ახლო მომავალში ახდეს.
ტყუპები. ბევრი ტყუპებისათვის ამ დღეს შესაძლოა მოიტანოს ცვლილებები პირად ცხოვრებაში. ზოგიერთს ოჯახში მატებაც კი ელის. სამსახურეობრივი და საყოფაცხოვრებო საქმიანობებიც ასევე წარმატებული იქნება. შესაძლებელია ამ დღეს თქვენ გაგიჩნდეთ ფინანსური შემოსავლის რეალური პერსპექტივა. ერიდეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს, - ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
კირჩხიბი. თქვენს გარშემო მრავალი ადამიანია, რომლებიც თქვენტან ურთიერთობენ, ყავაზე გეპატიჟებიან, გესაუბრებიან.. სინამდვილეში კი თქვენ მარტოსულად გრძნობთ თავს და სურვილი გაქვთ ვინმეს გული გადაუშალოთ. მაგრამ საამისოდ ღირსეული ადამიანი არ მოიძებნება. სწორედ დღეს შესაძლოა ჰორიზონტზე ასეთი ადამიანი გამოჩნდეს. ელოდეთ.
ლომი. დღის განმავლობაში შეეცადეთ დაურეკოთ ძველ მეგობრებს და ყველას, ვისთანაც დიდი ხნის განმავლობაში ურთიერთობა რ გქონიათ. თუ არის ამისი შესაძლებლობა, აუცილებელია შეხვედრაც.
ქალწული. თქვენ უძილო ღამე გელით. არაფერი მოხდება, უბრალოდ კარგად დასვენება გესაჭიროებათ. თქვენ ბევრს მუშაობთ და სრულებით დაივიწყეთ ჯანმრთელობის შესხებ. გააკეთეთ დასკვნები სანამ გვიანი არაა.
სასწორი. სიახლე იმაზე, თუ როგორ იზრდება თქვენი შემოსავალი, თქვენთვის საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა მიიღოს, როგორც ბილეთი არასერიოზული, დაუფუქრებელი ხარჯებისა. თქვენ სერიოზული საუბარი მოგიწევთ ახლობელ ადამიანებთან. სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან.
მორიელი. მორიელებისთვის ეს არახელსაყრელი დღე იქნება. მოსალოდნელია გაუმართლებელი მატერიალური დანაკარგი, რაც ნეგატიურად აისახება ოჯახში ურთიერთობებზე. და თუ ეს მოხდება, შეეცადეთ გამოასწოროთ შექმნილი სიტუაცია. ნუ გადადებთ გადამწყვეტ მოქმედებებს. თქვენ ყყველაფერი უნდა გამოგივიდეთ. ზოგიერთმა ამ ნიშნის წარმომადგენელმა დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ნერვული სისტემის აშლილობა იგრძნოს, რაც უძილობას მოუტანს. ამის თავიდან ასაცილებლად სცადეთ წყლის პროცედურები ან უბრალოდ საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
მშვილდოსანი. ნუ განაწყენდებით თუ დღეს რამე არ გამოგივათ, ამისთვის ხვალინდელი დღეც არსებობს. გზაზე ყურადღებით იყავით.
თხის რქა. ხელსაყრელი დღეა. თხის რქებს დღეს ბედი გაუღიმებთ. მათი ოცნებას ახლო მომავალში ასრულება უწერია. მატერიალური მდგომარეობა დასტაბილურდება. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში სრული ურთიერთგაგებაა მოსალოდნელი. დაკავდით საყვარელი საქმით. ასევე დაუთმეთ ყურადღება ბავშვებსა და ასაკოვან მშობლებს.
მერწყული. მეგობრული ურთიერთობები ამ დღეს განსაკუთრებულ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ადრინდელზე უფრო ხშირად მოგიწევთ შეხვედრები ნაცნობებთან უბრალოდ სიახლეების განსახილველად ან ერთობლივი დასვენებისთვის. შეინიშნება ცვლილებები სიყვარულშიც.
თევზები. თქვენ კვლავ მოგელით ფინანსური სირთულეები. ფულის მიღება, რომლის იმედიც გქონდათ, შესაძლოა გადავადდეს. ამიტომ უკვე დღეიდან გმართებთ მომავალზე დაფიქრება. ნუ გადაყრით ფულს იქ, სადაც მისი ეკონომია შეიძლება.