თეგებით ძიება
05. 06. 2020 სპორტი

NBA სეზონს 31 ივლისიდან განაახლებს

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, NBA-ს მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით სეზონი 31 ივლისს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მატჩები მაყურებლის გარეშე დისნეის კამპუსში, ფლორიდის მახლობლად ჩატარდება.

"მიუხედავად იმისა, რომ Covid-19 პანდემიამ შექმნა სერიოზული გამოწვევები, ჩვენ ვიმედოვნებთ სეზონის უსაფრთხო და საპასუხისმგებლო ფორმით დასრულებას, მკაცრი პროტოკოლების საფუძველზე, რომლებიც ახლა საბოლოოდ დასრულდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან და სამედიცინო ექსპერტებთა ერთად", — თქვა კომისიის წევრმა ადამ სილვერმა.

NBA-ს სეზონი 11 მარტს შეჩერდა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა