9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. იყავით ფრთხილად და ყურადღებით, ნუ ჩაერთვებით კამათში და ნუ მიიღებთ მონაწილეობას ავანტიურებში. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. ნუ გასცემთ სესხს, მას ან დიდხანს ვერ დაგიბრუნებენ ან საერთოდ არ დაგიბრუნებენ. კარგი იქნება თუ ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში გაატარებთ და კარგად დაისვენებთ.
კურო. ამ დღეს ერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერ საქმეში. თუ დამაინტრიგებელ წინადადებას მიიღებთ, პირველ რიგში კარგად დაფიქრდით და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცით პასუხი. ზოგიერთ თქვენგანს ახალი ამბის გაგების შანსი გაქვთ, რაც ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
ტყუპები. ამ ნიშნის ზოგერთ წარმომადგენელს მოულოდნელი შემოსავალი, ფასეული მიგნება ან მომგებიანი ბილეთი ელით. ასევე მოსალოდნელია გაიგოთ მოულოდნელი ამბავი, რომელსაც შეუძლია ძირ-ფესვიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება და ასევე გაგრთულოს ურთიერთგაგება თქვენს ოჯახში. შეეცადეთ ერიდოთ გადაღლას, რომელიც ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
კირჩხიბი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღის პირველი ნახევარი სირთულეების მომტანი იქნება როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. ფინანსური მდგომარეობა რამდენადმე გაუარესდება. შესაძლოა დღეს დაკარგოთ თქვენთვის ძალიან ფასეული ნივთი. დღის მეორე ნახევარი კი ხელსაყრელი იქნება მრავალ სფეროში. საყვარელ ადამიანთან ურთერთობა უამრავ სასიამოვნო და დაუვიწყარ მომენტებს მოგიტანთ. შეეცადეთ ამ დღეს თვითმკურნალობას ერიდოთ.
ლომი. არ დაივიწყოთ, რომ ყოველ ადამიანს საკუთარი აზრი გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკიდურესად რთული იქნება თქვენთვის ამისი მიღება. იყავით ფხიზლად და ნუ ეცდებით რაიმეს მტკიცებას. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მოთმინება იქონიეთ.
ქალწული. ეს დღე ქალწულებს სირთულეებსა და სხვადასხვა სახის სახათაბალო საქმეებს მოუტანს. სწორედ დღეს შეიძლება გაიგოთ ამბავი ახლობელი ადამიანისაგან, რომელსაც შეუძლია ბევრ რამეზე იმოქმედოს და ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი მდგომარეობა. თუ მას თქვენ დახმარება დასჭირდება, უმჯობესია უარი არ უთხრათ.
სასწორი. ახლობელ ადამიანებთან და შინაურებთან საუბარი დაგეხმარებათ სამსახურის პრობლემების დავიწყებაში. რაც არ უნდა მოხდეს ამ დღეს, არ დაუშვათ ემოციებმა გონება დაგიხშოთ.
მორიელი. ძალიან ხელსაყრელი პერიოდია დიდი ხნის ოცნების განხორციელებისათვის. მაგრამ სანამ ამას დაიწყებდეთ, შეეცადეთ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ. არ ღირს წარსულ მარცხზე სინანული, უმჯობესია მშვიდად და დაგეგმილად შეუდგეთ თქვენს საქმეს. მარტოხელა მორიელებისთვის დღეს საბედოსთან შეხვედრაა მოსალოდნელი. ერიდეთ ალკოჰოლს, ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
მშვილდოსანი. ეს დღე დაძაბული და წინააღმდეგობრივი იქნება. შეიძლება მოულოდნელი ამბავი შეიტყოთ, რომელიც გაიძულებთ გადახედოთ თქვენს ყოველ მოქმედებას და სამომავლო გეგმებიც კი შეცვალოთ საქმესთან დაკავშირებით. მოსალოდნელია კონფლიქტებიც პარტნიორებთან სამსახურში. თუმცა, ამ დღეს თუ საქმიან გარიგებას მოაგვარებთ, ის შემოსავლიანი იქნება.
თხის რქა. რწმენა იმისა, რომ მეტის გაკეთება შეგიძლიათ, დაგეხმარებათ ჩვეულებრივზე უფრო გულმოდგინედ იშრომოთ. შეეცადეთ დღეს ყველა კრედიტორს გადაუხადოთ. შემოქმედებითობა და სიყვარული ამ დღეს პატარა დოზით გექნებათ.
მერწყული. დღეს უსიამოვნო საუბარი გელით ბიზნეს პარტნიორებთან. ყველაფერი, რაზეც ამდენ ხანს შრომობდით, მათ სისულელედ მიაჩნიათ. არ ღირს ნერვიულობა. არიან ადამიანები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ და თქვენს შრომას სათანადოდ აფასებენ.
თევზები. თქვენ ვეერც კი შეამჩნევთ, როგორ მიილევა სამუშაო დღე. არ დაგავიწყდეთ საღამოს მოდუნდეთ და საფუძვლიანად დაისვენოთ. გირჩევთ, სახლიდან შორს გახვიდეთ.