თეგებით ძიება

როგორ ესმის ქალს მამაკაცის სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნია ცხოვ­რე­ბი­სა და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მართ. ხში­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ზრდის და იმ სო­ცი­უ­მის გა­მო­ძა­ხი­ლიც არის, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ, თუმ­ცა უმ­თავ­რეს­თა­გან უმ­თავ­რე­სის სიყ­ვა­რუ­ლის არ­სის გა­აზ­რე­ბა მა­ინც პი­როვ­ნუ­ლი და ძალ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. ქა­ლე­ბი, იმის მი­ხედ­ვით, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით არი­ან და­ბა­დე­ბულ­ნი, ფლო­ბენ სხვა­დას­ხვაგ­ვარ და ერ­თმა­ნე­თის­გან ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ აღ­ქმას იმი­სა, თუ რა არის სიყ­ვა­რუ­ლი. შე­საბ­მი­სად სიმ­პა­თი­ის ობი­ექტ მა­მა­კაც­საც ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ.

ვერ­ძი - მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი ომი და მუდ­მი­ვი პა­ექ­რო­ბაა პარტნი­ორ­თან. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის "მო­პო­ვე­ბა-კარ­გვის" კა­ლე­ი­დოს­კო­პი. იგი ყო­ველ­თვის ეძებს მძაფრ ემო­ცი­ებს და მამრს, რო­მე­ლიც გა­სა­ო­ცარ გმი­რო­ბას ჩა­ი­დენს მის გამო. რთუ­ლი და ხში­რად აუ­ტა­ნე­ლი პარტნი­ო­რია. გა­მუდ­მე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბა დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

კურო - სიყ­ვა­რუ­ლი მის შეგ­ნე­ბა­ში ზრუნ­ვას­თან, კომ­ფორტთან და მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, რო­მელ­საც ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თად აშე­ნებს და ქმნის. ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვს გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მყა­რი ფსი­ქი­კის მამ­რი ესა­ჭი­რო­ე­ბა. ვერ იტანს სი­ურპრი­ზებს.

ტყუ­პი - მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ რიგ­ში მენ­ტა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი და მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია პარტნი­ორ­თან. ამ ქალს "ყუ­რე­ბით უყ­ვარს" ამი­ტომ მა­მა­კაცს ლა­პა­რა­კის უნა­რის დო­ნი­თა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი "ბა­გა­ჟის" მი­ხედ­ვით ირ­ჩევს. მოს­წონს წვრილ­მა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, იმი­ტომ რომ მალე ბეზ­რდე­ბა ერ­თფე­როვ­ნე­ბა და სიმ­შვი­დე.

კირჩხი­ბი - სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის მძაფრ ემო­ცი­ებ­თან, მუდ­მივ ყუ­რა­დღე­ბას­თან და პარტნი­ო­რის მხრი­დან "მა­მობ­რივ მზრუნ­ვე­ლო­ბას­თან" ასო­ცირ­დე­ბა. მოს­წონს მო­სიყ­ვა­რუ­ლე, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი პარტნი­ო­რე­ბი. გა­მოკ­ვე­თი­ლად მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბით. ასე­თის გამო ცო­ტა­ო­დენ მა­ზო­ხიზმსაც იო­ლად ეგუ­ე­ბა მის ხა­სი­ათ­ში. თვითგვე­მის მცი­რე­დი დოზა აუ­ცი­ლე­ბე­ლიც კია კირჩხი­ბის­თვის სა­ი­მი­სოდ, რომ თავი შეყ­ვა­რე­ბუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნოს.

ლომი - მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან მუდ­მივ ოვა­ცი­ებ­თან, კომ­პლი­მენ­ტებ­თან და სა­ჩუქ­რებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. მან თავი დე­დოფ­ლად უნდა იგ­რძნოს, რომ­ლის ფერ­ხთი­თაც სხვა და­ნარ­ჩენ მამ­რებ­თან ერ­თად, ის "ერ­თა­დერ­თიც" იქ­ნე­ბა გარ­თხმუ­ლი (ოღონდ, რა თქმა უნდა, გა­ცი­ლე­ბით უფრო მო­წი­ნა­ვე ფლანგზე და ღირ­სე­ულ პო­ზა­ში).

ქალ­წუ­ლი - სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის წვრილ­მან ყუ­რა­დღე­ბას­თან, ზრუნ­ვა­სა და ადა­მი­ა­ნურ თა­ნად­გო­მას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამ ქალს გრძნო­ბე­ბის რე­ა­ლუ­რი დე­მონ­სტრი­რე­ბა საქ­მით ეხერ­ხე­ბა და არა ენის მო­ჩლე­ქით, ან მო­ნუ­რი ლა­ქუ­ცი­თა და ერ­თგუ­ლე­ბით. ორი ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ან-ემო­ცი­ურ ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში ხე­დავს იგი სიყ­ვა­რუ­ლის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას.

სას­წო­რი - კოც­ნა მო­ფე­რე­ბა, ჩა­ხუ­ტე­ბა-სით­ბოს რე­ა­ლუ­რი და აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ჟეს­ტე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია სას­წო­რის­თვის, იმი­ტომ რომ სხვა­ნა­ი­რად მას სიყ­ვა­რუ­ლის არსი არ ეს­მის. "შო­რით ბნე­და, შო­რით კვდო­მა" ან "პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი" ამ ქა­ლის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნო­ბი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო.

მო­რი­ე­ლი - სიყ­ვა­რუ­ლი, ტან­ჯვა და ტკი­ვი­ლი ამ ქა­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში სამი ერ­თმა­ნეთ­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ცნე­ბე­ბია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ სადო-მა­ზო­ხის­ტურ ელე­მენ­ტებ­საა მოკ­ლე­ბუ­ლი, მის­თვის არას­რულ­ფა­სო­ვა­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, არც სიყ­ვა­რუ­ლად იწო­დე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში. გრძნო­ბე­ბის სიმ­ძაფ­რის, ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­სა და დრა­მა­ტუ­ლი სცე­ნე­ბის გა­რე­შე, მო­რი­ე­ლი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

მშვილ­დო­სა­ნი - მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი, დუ­ეტ­ში ხე­ტი­ა­ლი, მხი­ა­რუ­ლე­ბა და აზ­რე­ბის გაც­ვლა-გა­მოც­ვლაა. ქალი მშვილ­დოს­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში იდე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი ად­გილს უტო­ვებს მე­გობ­რო­ბა­სა და თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს.

თხის რქა - სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა, ურ­თი­ერ­თნ­დო­ბა და დახ­მა­რე­ბაა. თხის რქა ქა­ლის­თვის იდე­ა­ლუ­რი კავ­ში­რი ყო­ველ­თვის ხან­გრძლივ და მყარ სა­ფუძ­ველს ემ­ყა­რე­ბა. სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის დიდი ხნის ნაც­ნობ და "ათ ფუთ მა­რილ­ნა­ჭამ" პარტნი­ორ­თან კავ­შირს ემ­ყა­რე­ბა. მხო­ლოდ ასეთ ყო­ველ­მხრივ გა­მოც­დილ გრძნო­ბას უწო­დებს თხის რქა ჭეშ­მა­რიტ სიყ­ვა­რულს.

მერ­წყუ­ლი - მის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რად და­წყე­ბუ­ლი "ლოვ-სთო­რი", სი­ურპრი­ზე­ბი­თა და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით აღ­სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ბა და გულ­წრფე­ლი მე­გობ­რო­ბაა. მერ­წყუ­ლის იდე­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი მე­გობ­რო­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში ცხოვ­რობს. იგი არ იზღუ­დე­ბა და არც თა­ვად ზღუ­დავს სხვას სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბით. არ ახა­სი­ა­თებს მე­სა­კუთ­რე­ო­ბა.

თევ­ზე­ბი - თევ­ზე­ბის­თვის სიყ­ვა­რუ­ლი გრძნო­ბე­ბის ოკე­ა­ნე, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი და ბევ­რი რო­მან­ტი­კაა. მას მოს­წონს ფა­ტა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი, ნიშ­ნე­ბი და მის­ტი­კა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ღრმად სწამს, რომ ყვე­ლა რო­მა­ნი "ჰე­ფი­ენ­დი­თა" და ბედ­ნი­ე­რე­ბის ცრემ­ლე­ბით უნდა სრულ­დე­ბო­დეს, ისე რო­გორც ფილ­მებ­შია.


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა