თეგებით ძიება

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს მთავარია არაფერი აურიოთ და სწორად დასახოთ პრიორიტეტები. თუ შეძლებთ სწორედ მთავარზე მოახდინოთ ორიენტირება, ნებისმიერ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით. დღე ხელსაყრელია სამომავლო ქმედებებისთვის. დღეს სასარგებლო იქნება მეგობრებთან და ნათესავებთან საუბრები. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და სასიამოვნო სიურპრიზები. ვარსკვლავები ასევე ცვლილებებს წინასწარმეტყველებენ პირად ცხოვრებაში.

კურო. ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას, მიზანდასახულობასა და ინიციატივის სურვილს იგრძნობთ. სამსახურში უფრო შესამჩნევი გახდებით, თანამშრომლებთან ურთიერთობებში კი გულწრფელი და გახსნილი იქნებით. ეს დღე მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, პაემანი და ფინანსურ შემოსავალი.

ტუპები. ყურადღებით იყავით სამუშაოს მიმართ. ერთი არასწორი ნაბიჯიც კი ხელმძღვანელობის თვალში ავტორიტეტს დაგიკარგავთ. სამსახურში სიტუაცია ხასიათდება მუდმივი კარიერული ზრდის ტენდენციით.

კირჩხიბი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღეს არ ღირს გულთან ახლოს მიიტანონ წარმოშობილი პრობლემები. ყველაფერი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. სამსახურში ერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურობას გპირდებათ.

ლომი. ადამიანებთან კარგი ურთიერთობების უნარი წარმატების საწინდარი იქნება ფინანსურ სფეროში. თქვენ დაგჭირდებათ ბევრი საუბრები სხვადასხვა ადამიანებთან თუ, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგების მიღება გსურთ.

ქალწული.
როოგორ დავხარჯოთ არარეალიზებული შესაძლებლობები? გამოსავალი არსებობს: დასაწყისისთვის შეადგინეთ პერსპექტიულ დაწესებულებათა სია, სადაც მუშაობას ისურვებდით, შემდეგ დააგზავნეთ თქენი რეზიუმე (CV). დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ, თქვენ მხოლოდ სცადეთ.

სასწორი. ძალიან შესამჩნევი ფიზიკური და ნერვული დაძაბულობა ელით სასწორებს. ასეთ სიტუაციასთან გამკლავებას ყველა ამ ნიშნის წარმომადგენელი როდი შეძლებს. ამ დღეს არ ღირს მოგზაურობაში წასვლა, ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გაფორმება. ასევე არაა რეკომენდირებული სერიოზული საქმიანი მოლაპარაკებების დაწყება. ნებისმიერი დღევანდელი წამოწყება იმედგაცრუებულს დაგტოვებთ.

მორიელი. პროფესიული მწვერვალების დაპყრობის მიზნით მოგიწევთ ბევრი ისწავლოთ, ურთიერთობები აწარმოოთ, ახალი ნაცნობობა შეიძინოთ და მრავალი სხვადასხვა ადგილი მოინახულოთ. ფინანსური საკითხი არ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ პირველ ადგილზე განიხილოთ. ცოლ-ქმრული ურთიერთობები უფრო მყარი გახდება და სიახლეების სურვილები გაგიჩნდებათ.

მშვილდოსანი. დღეს მშვილდოსნებს გაუთვალისწინებელი ხარჯები ელით. ზოგიერთი ადამიანი თქვენი გარემოცვიდან თქვენით მანიპულირებას და დასმენით შანტაჟს შეეცდება. მაგრამ გამოავლინეთ ხასიათის სიმტკიცე და ნუ აჰყვებით პროვოკაციას. ამ დღეს ასევე მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. არსებობს ვირუსული ინფექციების საშიშროება.

თხის რქა. ვარსკვლავები ურჩევენ ამ ნიშნის წარმომადგენლებს განსაკუთრებული ყურადრება გამოიჩინონ. ამ დღეს მოსალოდნელია ავარიები და კატასტროფებიც კი. შეეცადეთ იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. რადგან ამ დღის ავადმყოფობა შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულდეს. არ გასცეთ სასეხი. მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. ასევე დაუთმეთ ყურადღება ბავშვებსა და ასაკოვან მშობლებს. სიზმრები ნეგატიური ინფორმაციის მომტანი იქნება.

მერწყული. შეეცადეთ თვითშეფასება გააკეთოთ. და მაშინ დაინახავთ ყველა თქვენს ღირსებსა და ნაკლს. ამ დღეს არ ღირს ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე უარი თქვით საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვაზე. უმჯობესია ეს სხვა დროს გააკეთოთ. შეეცადეთ სახლში არსებული დაძაბული ატმოსფერო მშვიდობიანი გზით განმუხტოთ.

თევზები. სავარაუდოდ ამ დღის გეგმებს ასრულება არ უწერია. შეეცადეთ არ მიიღოთ არანაირი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ასევე უარი თქვით მივლინებაზე ან მოგზაურობაზე. ეს შესაძლოა ცუდად დასრულდეს. გაფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს და ცხიმიან საკვებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა