2020 წლის ზაფხულისა და შემოდგომის საბედისწერო თარიღები - პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებს გლობალურ ცვლილებებს უმზადებს
2019 წლის ბოლოს უკვე ვიცოდით, რომ საინტერესო წელი გველოდებოდა, - ნაკიანი წელი დაბნელებების დერეფანში დაიწყო (26 დეკემბერს გვქონდა მზის, ხოლო 10 იანვარს - მთვარის). 2020 წელი სატურნისა და პლუტონის შეერთებით დაიწყო თხის რქაში. მათ ახალი-ახალი ციკლი დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ სატურნი თხის რქაში ეს არის: სიმკაცრე, იერარქიული მკაცრი საორგარინიზაციო სისტემა, წარსულზე დაყრდნობა, ცვლილებების იგნორი, ტრადიციები. მაგრამ პლუტონი არის ძირეული ცვლილებები, მას სურს ტრანსფორმაციები. ის მართავს ექსტრემალურ სიტუაციებსა და კრიზისებს, გვაცილებს დრომოჭმულსა და არასიცოცხლისუნარიანს. ჩვენს ცხოვრებაში პლუტონი გვაძლევს აღდგენისა და გარდაქმნის საშუალებას. ამავდროულად მოგვიწოდებს ძირეული ცვლილებებისკენ. იმას, რასაც პლუტონი შეეხება, ძველებურად აღარ იქნება. პლუტონი მართავს ნავთობს, კრიმინალს და მაფიას, სამემკვიდრეო და საბანკო საქმეებს , ის არის ხალხის მასის სიმბოლო, მანიპულატორი, რენიმატოლოგი და ტირანი. ზოდიაქოში მართავს ორ ნიშანს ვერძსა და მორიელს .
პლუტონი ახლა თხის რქის ზოდიაქოშია, აქ ის 2008 წლიდან სტუმრობს და დარჩება 2024 წლის 19 ნოემბრამდე. თუმცა, მის გავლენას წელს და მომდევნო წელს უფრო მძაფრად ვიგრძნობთ. რადგან წელს მას ძლიერი პლანეტები უერთდებიან. პლანეტების პლუტონთან შეერთება გამოიწვევს ხელისუფლებაში, მსოფლიო ეკომონიკასა და პოლიტიკაში ცვლილებას, ტრანსფორმაციებს. პირველი ბიძგი იყო 2020 წლის 10-14 იანვარს, როცა თხის რქაში ოთხი პლანეტა: მზე, მერკური, სატურნი და პლუტონი შეერთდა. ეს შეერთება ყველაზე მძაფრად შეიგრძნეს იმ თხის რქებმა, ვისი დაბადების დღეებიც (პლუს/მინუს 2 დღე) დაემთხვა 10-14 იანვარს. თუმცა, გავლენა მოახდინა ვერძის, სასწორის, კირჩხიბის, კუროს, ქალწულისა და მორიელის ცხოვრებაზე და განსაკუთრებით მათზე, ვისაც ამ ნიშნების 23-25 გრადუსში ჰყავს პლანეტები და მნიშვნელოვანი წერტილები. ამ პერიოდში შეიძლება გათავისუფლდით იმისგან, რაც დრომოჭმული იყო; არ ჰქონდა განვითარების შესაძლებლობა.
არ უნდა შეუშინდეთ ცვლილებებს, ძველის ნაცვლად აუცილებლად მოვა ახალი
მეორე, 4 პლანეტის მარსის, პლუტონის, იუპიტერისა და პლუტონის, ძლიერი შეერთება იყო 20 მარტიდან 5 აპრილის პერიოდში. და როგორც ვნახეთ, იყო სირთულეებიც, შეზღუდვებიც, აკრძალვებიც. ამ შეერთებას ყველაზე მეტად ამ პერიოდში დაბადებულები იგრძნობდით. ეს შეიძლება შევადაროთ მიწისქვეშა გადასასვლეს, - ჩავედით ერთი და ამოვედით სრულიად განსხვავებულები.
იუპიტერი სამჯერ შეუერთდება პლუტონს, პირველად 5 აპრილს, მეორედ 30 ივნისს და მესამედ 13 ნოემბერს . აგრეთვე სამჯერ დაეძაბება დამოკიდებულება მარსთან: 18 აგვისტოს, 9 ოქტომბერს და 13 დეკემბერს .
"მოიმატებს აგრესია, პროვოკაციები, მოერიდეთ არაადეკვატურ ადამიანებს" - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 28 ივნისიდან, როცა მარსი ვერძში გადავა
30 ივნისი ეს არის დღე, რომელიც ხვდება დაბნელებებს შორის და აქვეა იუპიტერ-პლუტონის მეორე შეერთება. საინტერესო ისაა, რომ ამ პერიოდისთვის ორივე პლანეტა რეტროგრადული (უკანმავალი) იქნება და საშუალება მოგვეცემა გადავაკეთოთ, შევცვალოთ რაღაცები, საქმეები, ჩვენი მოსაზრებები, შეხედულებებიც კი შეიძლება შეგვეცვალოს:
შეიძლება სხვანაირად დავინახოთ ყველაფერი და წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი. რა არის თქვენთვის მისაღები და ხელმისაწვდომი.
შეიძლება გავთავისუფლდეთ იმისგან, რაც არ მოგვწონს, მოგვბეზრდა.
შეიძლება სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებებიც კი მიიღოთ. განსაკუთრებული ცვლილებები ელით იმ ადამიანებს, ვისაც ამ პერიოდში აქვს დაბადების დღე. პლუს/მინუს 2 დღე.
დაბოლოს, 13 ნოემბერი, მარსი ამ დროისთვის რეტროგრადული ხდება, საშუალება მოგეცემათ, საბოლოოდ დაასრულოთ, ის რასაც აკეთებდით, ან შეიტანოთ მნიშვნელოვანი კორექტივები, ობიექტურად, ცივი გონებით შეაფასოთ მოვლენები. პლუტონი და იუპიტერი კი ამ პერიოდში სწორადმავალი არიან. მოგეცემათ ძალა და ენერგიაც, რომ იმოქმედოთ და განახორციელოთ გლობალური პროექტები, შეცვალოთ ის, რაც არასწორი და აღარაფრის მომტანი აღარაა თქვენთვის. ამ პერიოდში მზე კარგ ასპექტს აკეთებს პლუტონ-იუპიტერთან, შეიძლება განსხვავებულად წარმოაჩინოთ თქვენი შესაძლებლობები, შეაფასოთ თქვენი თავი, ფართო მასებისთვის გამოამზეუროთ თქვენი შესაძლებლობები, სხვანაირად დაინახოთ სამყარო და შეიძლება მოგინდეთ სრულიად ახალ სარბიელზე გამოხვიდეთ ან მსოფლიოს გააცნოთ თქვენი თავი.
წყარო:astrologi.ambebi.ge