სარკევ, სარკევ, მითხარი, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი? - რას გიპასუხებდათ ჯადოსნური სარკე
ყველას გვიფიქრია, როგორ გამოვიყენებდით ჯადოსნურ სარკეს, რომ გვქონოდა, ან თავად მაგიური ნივთი რას გვეტყოდა? ვართ ყველაზე ლამაზი სამყაროში? ან იქნებ სხვა პრივილეგიას ვფლობთ.
მე-12 ადგილი - კირჩხიბი
საკუთარი თავისთვის არ სცალია. ბავშვები მოსავლელია, ქმრისთვის - სადილ-ვახშამი მოსამზადებელი, სახლი - დასალაგებელი, რეცხვა-ხეხვა. თუმცა, კირჩხიბებს ძალიან უყვართ საოჯახო საქმეები.
მე-11 ადგილი - ქალწული
ჯერ სხვებზე ფიქრობს, მერე საკუთარ თავზე. სხვების საკეთილდღეოდ საკუთარ სურვილებზე უარს ამბობს, ჯილდოს კი არ ითხოვს. მისთვის უმაღლესი ჯილდო ჭკვიან ადამიანთან საუბარია.
მე-10 ადგილი - თხის რქა
იმისათვის, რომ ახლობლების შექება და სიყვარული დაიმსახუროს, მთებს გადადგამს. თუ მისთვის მნიშვნელოვანი ხალხი პატივს სცემს, მერე საკუთარ თავსაც შეიყვარებს.
მე-9 ადგილი - სასწორი
თან უყვარს საკუთარი თავი, ანებივრებს, ეფერება, თან ეჭვი ეპარება: საკმარისად კარგია თუ არა სხვებისთვის. მუდამ ცდილობს, იდეალური იყოს ყველგან და ყველასთვის.
მე-8 ადგილი - ტყუპი
უყვარს საკუთარი თავი და მას უარს არაფერზე ეუბნება. იმდენად არაფერზე, რომ მავნებლებს ანადგურებინებს საკუთარ თავს.
მე-7 ადგილი - მერწყული
მთელ სამყაროსთან ჰარმონიულად სურს ცხოვრება, რადგან სამყარო საკუთარ თავზე მეტად უყვარს. თუმცა, საკუთარ თავს იდეალურად მიიჩნევს, სამყაროს კი - არც ისე.
მე-6 ადგილი მშვილდოსანი
მუდამ სწორ გათვლას აკეთებს "მინდასა" და "უნდას" შორის. მათ იდეალური ბალანსი აქვთ საკუთარ და ახლობლების სიყვარულს შორის.
მე-5 ადგილი - ვერძი
საკუთარ თავზე შეყვარებული ნიშნების ხუთეულს ხსნის. იცის, რომ ლამაზია, ჭკვიანია. არავის ვურჩევთ, საწინააღმდეგო დაუმტკიცოს მას.
მე-4 ადგილი - კურო
საოცრად ეგოისტია, თუმცა, თუ უყვარს, მისთვის არაფერს დაიშურებს. თავად მას კი სიყვარულით უნდა ემსახუროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რქებზე წამოგაცვამთ.
მე-3 ადგილი - თევზები
საკუთარი თავი ყველაზე მეტად უყვარს. სარკეში მუდამ საკუთარ გამოსახულებას ესიყვარულება. თავად ძნელად შეიყვარებს სხვას, რადგან მთელი გულით საკუთარი თავი უყვარს.
მე-2 ადგილი - ლომი
მუდამ თვითკმაყოფილ და ეგოისტ ლომებს ვერცხლის მედალი ერგოთ. უყვარს საკუთარი თავი, მაგრამ ისე არა, რომ სხვების კეთილდღეობაზე არ იზრუნოს.
1-ლი ადგილი - მორიელი
ნიშანი, რომელსაც სურს, ეთაყვანებოდნენ და აღმერთებდნენ. მარტო სიყვარული არ კმარა, მისთვის ყველამ მსვერპლი უნდა გაიღოს. ის კი დატკბება თქვენი განადგურებით.
წყარო:astrologi.ambebi.ge