თეგებით ძიება

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღეს შემოქმედებითად აქტიური გახდებით, რაც ძალიან იმოქმედებს პროფესიულ საქმიანობაში, კარიერასა და მეგობრებთან ურთიერთობაში. თუ შეძლებთ მოახმაროთ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები საყვარელ საქმიანობას, ეს შესანიშნავ შედეგებს გპირდებათ. არის შანსი რაღაც არაჩვეულებრივის შექმნისა. ამ დღეს პირადი ბედნიერება გელით. შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ შანსი.

კურო. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დღეს კუროებს. არის ალბათობა თქვენი ავადმყოფობის გამწვავებისა. არ ღირს ამ დღეს ფულის გასესხება. სავარაუდოდ მას უკან აღარ დაგიბრუნებენ. ასე, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს ასესხეთ ფული, რომლებშიც კარგად ხართ დარწმუნებული. კეთილი სახელის შესანარჩუნებლად შეეცადეთ აფიშირება არ გაუკეთოთ თქვენს შემოსავლის წყაროს. ერიდეთ ღამით მარტო სეირნობას.

ტყუპები. დღეს კარგი დღეა როგორც გარდერობის, ასევე გარეგნობის შესაცვლელად. წარმატება თქვენს ენერგიულობაზე, გამბედაობაზე და გადაწყვეტილებების უნარზე იქნება დამოკიდებული. კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად, განვლილი გზის ანალიზისთვის და ახლობელ ადამიანთან სასაუბროდ. სავარაუდოა, რომ ახალი ნაცნობობა საქმიანობიდან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

კირჩხიბი. დღევანდელი დღე ფინანსურ საქმიანობაში ხელსაყრელი იქნება. ხელმძღვანელობა თქვენს დამსახურებებს დააფასებს და დაგაჯილდოვებთ.

ლომი. სულელებს ყოველთვის უმართლებთ! მაგრამ თქვენ მათ რიცხვში არა ხართ, ამიტომაც ასე მარტივად ვერ ცხოვრობთ. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ამაში. მაგრამ ყველაფერს ღიმილით შეხედეთ და მაშინ სირთულეებიც ასე რთულად აღარ მოგეჩვენებათ.

ქალწული. ხელსაყრელი დღე დადგება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სამსახურის შეცვლა აქვთ განზრახული და სავსებით არახელსაყრელი დღე ექნებათ მათ, ვისაც ბავშვის ჩასხვა განუზრახავთ. შესაძლოა ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი შეხვდეს ადამიანს, რომელიც მომავალში მათ ბედზე მოახდენს გავლენას. არ ღირს ამ დღეს კრედიტის აღება და ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება.

სასწორი. გაფიქრებაც კი არ ღირს იმაზე, რომ საოჯახო ვალდებულებები დაიზაროთ. შეეცადეთ ყველა პრობლემა სამსახურში დატოვოთ. ოჯახის წევრები თქვენს სიყვარულს და თანადგომას საჭიროებენ.

მორიელი. მორიელებს შეუძლიათ პირად ცხოვრებაში პოზიტიური გარდაქმნების იმედი ჰქონდეთ, რაც მათ სულიერ მდგომარეობაზე დადებით კვალს დატოვებენ. შესაძლებელია სწორედ დღეს ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი შეხვდეს ადამიანს, რომელიც ძალიან იმოქმდებს არა მარტო საქმიან, რამედ პირად ცხოვრებაზეც. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისათვის, ასევე მეგობრებთან და ნათესავებთან საურთიერთობოდ.

მშვილდოსანი. თავდადებული შრომა, რა თქა უნდა, შესანიშნავია! მაგრამ დღის განმავლობაში ზოგჯერ მაინც უნდა გაიხსენოთ დასვენებაზე. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს.

თხის რქა. დღეს თქვენთვის ძალიან დიდია რისკი ტრავმის ან დამწვრობისა. ამიტომ ტავი შორს დაიჭირეთ ელექტრო ხელსაწყოებისაგან. სამსახურში წარმატება გელით. გაახარეთ საყვარელი ადამიანი გემრიელი ვახშმით და კარგი ღვინით. ის ამას აუცილებლად დაგიფასებთ.

მერწყული. დღეს სწორედ მერწყულები შეიტყობენ სასიხარულო ამბავს. თქვენ შეძლებთ საკუთარი გეგმების რეალობაში განხორციელებას. კარგი დღეა ფასეული შენაძენისთვის. ასევე კარგი დღეა ოჯახურ წრეში დასვენებისთვის. მოინახულეთ ნათესავები, ან გაისეირნეთ ბავშვებთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში.

თევზები. ეს დღე თევზებს მოუტანს საშუალებას წარმატებულად მოახდინონ საკუთარი გეგმების რეალიზება. არის შესაძლებლობა ახალი სასარგებლო ნაცნობობისა, რომელიც მომავალში შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. შეეცადეთ არ მოცდეთ მეორეხარისხოვან დეტალებზე და არ დაკარგოთ დრო არაფრისმომტან საუბრებზე. უმჯობესია დღეს თქვენი ყურადღების კონცენტრირება საკუთარ შინაგან სამყაროზე მოახდინოთ და როგორც იტყვიან, გაერკვეთ საკუთარ თავში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა