თეგებით ძიება

"18 ივნისიდან არანაირი ახალი საქმის წამოწყება, ქორწინება, ან ნიშნობა, არ აიღოთ ვალები..." - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი 18 ივ­ნი­სი­დან 12 ივ­ლი­სამ­დე პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ წერს და რჩე­ვებს გვი­ზი­ა­რებს:

"18 ივ­ნის კირჩხი­ბის 15°-ზე მერ­კუ­რი გახ­დე­ბა უკუს­ვლი­თი. იქამ­დე კი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლია, ანუ გა­ჩე­რე­ბუ­ლია ჯი­უ­ტად და ად­გი­ლი­დან არ იძ­ვრის.

რო­გორც ხვდე­ბით, ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპ­ტი­კუ­რი ილუ­ზი­აა და სი­ნამ­დვი­ლე­ში მერ­კუ­რიც ისე­ვე აგ­რძე­ლებს თა­ვის ორ­ბი­ტა­ზე სვლას, რო­გორც სხვა პლა­ნე­ტე­ბი, თუმ­ცა რად­გან დე­და­მი­წე­ლე­ბი­სათ­ვის ცაზე ასე ჩანს, ჩვენ კი ვი­ცით რომ "რაც ზე­ვი­თაა. ისაა ქვე­ვი­თაც", მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არ ღირს:

არა­ნა­ი­რი ახა­ლი საქ­მის წა­მო­წყე­ბა, მათ შო­რის სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი­საც. შე­გიძ­ლი­ათ მი­უბ­რუნ­დეთ მხო­ლოდ ძველს, და გა­ნა­ახ­ლოთ.

ახალ სამ­სა­ხურ­ში არ გა­დავ­დი­ვართ. ძველ­ში თუ გიხ­მო­ბენ დაბ­რუნ­დიო - ეგ შე­იძ­ლე­ბა.

არ შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის და სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბა, არც სა­სა­მარ­თლო­ში შე­გაქვთ სა­ჩი­ვა­რი, არც რე­ესტრში გან­ცხა­დე­ბა. მო­ით­მი­ნეთ ცოტა ხანი.

არ აი­ღოთ ვა­ლე­ბი, შე­ეშ­ვით კრე­დი­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბას. დაბ­რუ­ნე­ბა კი ბა­ტო­ნო - შე­გიძ­ლი­ათ.

არა­ნა­ი­რი შო­რე­უ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი, ახ­ლო­საც კი სწო­რი დრო უნდა შე­ირ­ჩეს, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­საყ­რე­ლი.

რა ქორ­წი­ნე­ბა, რის ნიშ­ნო­ბა - გა­და­დეთ!

არ ვყი­დუ­ლობთ ტექ­ნი­კას, არც მან­ქა­ნებს. ჯერ არც არა­ფერს ვყი­დით. მო­ბი­ლუ­რი გა­გი­ფუჭ­დათ? ითხო­ვეთ მე­გობ­რის­გან ძვე­ლი დრო­ე­ბით.

ახალ ნაც­ნო­ბო­ბებ­ზე დიდ იმე­დებს ნუ და­ამ­ყა­რებთ. თავ­ში მო­სუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე იდე­ე­ბის ერ­თბა­შად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ნუ შე­ეც­დე­ბით. ჩა­ი­წე­რეთ - მერე გა­და­ხე­დავთ.

სწავ­ლის და­წყე­ბაც არარ­ე­კო­მენ­დე­ბუ­ლია!

სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­ში შე­საძ­ლოა შეც­დო­მე­ბი. გა­და­დეთ.

რა იყო, არც ვი­სუნ­თქო­თო? იკი­თხავს ალ­ბათ ზო­გი­ერ­თი. ისუნ­თქეთ, თა­ნაც ღრმად. რამ­დე­ნა­დაც პირ­ბა­დე გა­გიშ­ვებთ (ეგ უკვე ჩემ­თან გა­და­სა­წყვე­ტი არაა).

ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ დი­რექ­ტუ­ლი მერ­კუ­რის პატ­რო­ნებს. რეტ­რო მერ­კუ­რი­ა­ნე­ლე­ბი კი აჩ­ქარ­დით - უნდა მო­ას­წროთ 12 ივ­ლი­სამ­დე და ჩა­ე­ტი­ოთ მჭიდ­რო ვა­დებ­ში.

და­ნარ­ჩე­ნე­ბი ძვე­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი".


წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა