თეგებით ძიება
18. 06. 2020 სპორტი

საქართველოსა და ბელორუსის ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისა და ფინალის თარიღი ცნობილია

უეფამ 17 ივნისს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე ერთა ლიგის ნახევარფინალებისა და ფინალების გამართვის თარიღებიც.

ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი თბილისში, ბელორუსის ნაკრებთან 8 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ფინალი - 12 ნოემბერს, საქართველო-ბელორუსს შორის განმარჯვებულის მინდორზე.


ჩატარდება თუ არა მატჩი მაყურებელთა დასწრებით, ჯერჯერობით უცნობია. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, სტადიონზე მაყურებელთა შესვლა კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიხედვით გადაწყდება.

ამავე კონფერენციაზე UEFA-მ "ჩემპიონთა ლიგა 2019/20"-ის ბედიც გაარკვია.

ევროპის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, მეოთხედფინალები, ნახევრაფინალები და ფინალი პორტუგალიაში, ბენფიკასა და სპორტინგის სტადიონებზე გაიმართება 12-დან 23 აგვისტოს ჩათვლით.

რაც შეეხება დარჩენილ მერვედფინალურ მატჩებს, ისინი 7-8 აგვისტოს გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ჩატარდება თუ არა ის მასპინძელი გუნდების სტადიონებზე, თუ პორტუგალიაში.

მაყურებელთ დასწრების საკითხი კვლავ ღიად რჩება.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა