21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც შეუძლია მოგიტანოთ ცვლილებები, მოგზაურობები, თავგადასავლები. შესაძლოა დღეს შემოგთავაზონ საქმიან მივლინებაში წასვლა, რაც თქვენ ბიუჯეტს შეავსებს. ან პირიქით, ამაო დამქანცველი შრომა და მცდელობა, რომ თავი გაართვათ რამოდენიმე საქმეს ერთდროულად, შეცდომებს დაგაშვებინებთ და ფინანსურ დანაკარგს მოგიტანთ.
კურო. დღეს თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ კოლეგების მონაწილეობის, თანამშრომლობისა და საქმიანი პარტნიორული ურთიერთობების გარეშე. არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელშიც კოლექტიური საქმიანობა დაგეხმარებათ გააკეთოთ თქვენი სამუშაო მაქსიმალურად პროდუქტიულად მინიმალური დროისა და ენერგიის ხარჯვით.
ტყუპები. საპასუხისმგებლო საქმის შესრულებისას არ გაუშვათ მხედველობიდან მნიშვნელოვანი საკითხი. სწორედ ის შეასრულებს ყველაზე მთავარ როლს თქვენს კარიერაში.
კირჩხიბი. კირჩხიბებისათვის ეს დღე ხელსაყრელი იქნება. დილიდანვე ხელმძღვანელობისაგან შექება გელით. საღამოს რომანტიკული განწყობა მთლიანად დაგიპყრობთ.
ლომი. დღეს თქვენს გარშემო მშფოთვარე მოვლენები განვითარდება. შეეცადეთ სახალხოდ არ გამოამზეუროთ თქვენი ნეგატიური ემოციები. დაიცავით სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა. ეს დიდ როლს შეასრულებს თქვენი მომავლისათვის.
ქალწული. შეეცადეთ ყველა საქმე გადადოთ და უბრლოდ კარგად დაისვენოთ. კარგი დღეა ქაღალდების მოსაწესრიგებლად, საქმეებისათვის, რემონტისა და კეთილმოწყობის დასაწყებად. შეეცადეთ ამ დღეს არ შეიძინოთ ცხოველები ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა. წრმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის, რაც დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ.
სასწორი. დიდი ხანია რაც სტომატოლოგთან იყავით? სწორედ დღესაა მისი მონახულებისა და კბილების შემოწმების დრო. შეეცადეთ ეს ვიზიტი არ გადადოთ.
მორიელი. მამაკაცი მორიელებისათვის არ ღირს არანაირი საქმის დაწყება. რადგან არაა გამორიცხული, რომ გეგმები, რომლებიც ერთი შეხედვით პერსპექტიული გეჩვენებათ, სერიოზულ გადამოწმებას საჭიროებდეს. არ ღირს უკიდურესობაშ გადავარდნა, ან სასურველის რეალობად აღქმა. პირად ცხოვრებაში გართულებებია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს.
მშვილდოსანი. არ ღირს ამ დღეს არანაირი კაპიტალდაბანდება და საკუთარი წარმოების გაფართოება. შესაძლოა დღეს გაიგოთ მოულოდნელი, არასასიამოვნო სიახლე. თქვენ იგრძნობთ, რომ ძალა და ენერგია არა გაქვთ საკმარისი წარმოშობილ პრობლემებთან გასამკლავებლად. შეეცადეთ არ დაკარგოთ საკუთარი თავის კონტროლი და შეინარჩუნეთ თვითრწმენა.
თხის რქა. პირად ცხოვრებაში შეინიშნება ბევრი მოულოდნელი, მაგრამ მეტწილად სულისათვის მაამებელი შემობრუნებები. მორალური დაღლილობისაგან სამკურნალოდ საუკეთესო წამალი განმარტოვება და საყვარელი საქმის კეთება იქნება.
მერწყული. სასწრაფოდ შეუდექით თანამშრომლებთან ურთიერთობების მოგვარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ სიტუაციის ფლობას და მთელი თქვენი ძალები განაწყენებული თანამშრომლების შემორიგებაში დაგეხარჯებათ. დღეს ვირუსული ინფექციის დიდი რისკია.
თევზები. რად გინდათ სადმე წასვლა თუ სიმშვიდეს სახლში განიჭებენ?! უბრალოდ ოჯახთან გაატარეთ დღევანდელი დღე.