26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი. ვერძებს ეძლევათ მეორე ნახევართან შეხვედრის შანსი. ერთადერთი მინუსი ამ დღისა ცოტა შეუძლოდ ყოფნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. მაგრამ თქვენ უბრლოდ ვალდებული ხართ მზად იყოთ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებებისათვის. ერიდეთ კამათს ხელმძღვანელობასთან.
კურო. დღეს შეძლებთ დაკავდეთ შემოქმედებითი საქმიანობით, რომელიც მომგებიანად დაფასდება. შესაძლოა მეგობრებმა დახმარებისთვის მოგმართონ. თქვენ კი შეეცადეთ დახმარებაზე უარი არ უთხრათ. დაუთმეთ ცოტაოდენი დრო მშობლებსა და ასევე ბავშვებს თუ, რა თქმა უნდა, ისინი გყავთ. შეეცადეთ გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე. ნუ მიიღებთ ხორცეულ საკვებს.
ტყუპები. დღეს მოაწყვეთ ექსპერიმენტი. შეეცადეთ უბრალოდ გაიხაროთ. ძალიან მალე თქვენ დაინახავთ როგორ შეიცვლება თქვენს გარშემო ყველაფერი. ყველაზე მთავარი - ადამიანებთან ურთიერთობებია.
კირზჩხიბი. თუ მძღოლი ხართ, ნუ დაჯდებით დღეს საჭესთან. განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი სიტუაციები. უმჯობესია თქვენი ტრანსპორტი ავტოფარეხში ან ავტოსადგომზე დატოვოთ.
ლომი. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს ბედის მოულოდნელი შემობრუნება ელის, რაც შესაძლოა საქმიანობის სფეროს, საცხოვრებელი ან დასასვენებელი ადგილის შეცვლას უკავშირდებოდეს. შემოქმედებითი ნიჭის მოზღვავებას იგრძნობთ. მარტოხელა ომები დღეს შეხვდებიან ადამიანს, რომელთანაც მომავალში რომანტიკული ურთიერთობა ელით.
ქალწული. დღეს საკუთარ გრძნობებში უნდა გაერკვეთ. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. თუ საჭიროდ ჩათვლით, შესვენება გააკეთეთ თქვენს ურთიერთობაში. ზოგჯერ განშორება გრძნობებს უფრო ამძაფრებს.
სასწორი. ძალიან წარმატებული დღეა სახლში მეტი სიმყუდროვის შესაქმნელად. ამისათვის ვარსკვლავები შესაძლებლობებთან ერთად სურვილებსაც გჩუქნიან. ძალიან კარგი დღეა სტუმრების დასაპატიჟებლად და ასევე ახლო ნათესავებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. ასევე ხელსაყრელი დღეა ინტიმურ ცხოვრებაში აქტიურობისათვის. თამამა შეგიძლიათ ამ დღეს მივლინებაში გამგზავრება.
მორიელი. შეძლებისდაგვარად დაუთმეთ ყურადღება ოჯახს, განსაკუთრებით ბავშვებს. აღზრდის საკითხები საუკეთესო შედეგებს მოიტანს. სიფრთხილე გმართებთ საკვებ პროდუქთებთან. მოსალოდნელია ძლიერი მოწამვლა. ურთიერთობების განხილვა საყვარელ ადამიანთან შემდეგი დღისთვის გადადეთ.
მშვილდოსანი. წინააღმდეგობრივი დღეა, რომელმაც შესაძოა მოგიტანოთ ცვლილებები, თავგადასავლები, მოგზაურობები. შესაძლებელია დღეს შემოგტავაზონ მივლინებაში გამგზავრება, რაც თქვენს ბიუჯეტს შეავსებს, ან პირიქით, დამღლელმა სამუშაომ და სურვილმა ერთდროულად აკეთოთ რამდენიმე დაგროვილი საქმე, შესაძოა გამოიწვიოს შეცდომები და ფინანსური დანაკარგი.
თხის რქა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქტიური, სამუშაო დღე ელით. პრობლემები, რომლებიც გადაუჭრელი დარჩა, მთელი დღის განმავლობაში შეგახსენებენ თავს და გადამწყვეტი ზომების მიღებისაკენ გიბიძგებთ. არ ღირს ამ დღეს თქვენი გეგმები პარტნიორებს ან ახლობელ ადამიანებს გაანდოთ. ისინი ვერ გაიგებენ და არ მოიწონებენ მათ. დღის მეორე ნახევარში ყველა პრობლემის დასავიწყებლად საყვარელი საქმიანობით დაკავდით.
მერწყული. ძალიან არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცი მერწყულებისთვის. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა ძალიან გაუარესდეს. არ ღირს სერიოზული შენაძენი გაკეთება. ის შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირცევენ ერიდოთ ხმაურიან შეკრებებს და წვეულებებს. ეს ცუდად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. მანდილოსანი მერწყულებისთვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან დაუგეგმავი რომანტიკული თავგადასავალი.
თევზები. წვრილმანი საყფაცხოვრებო რობლემები ვერ შეძლებენ დღეს თქვენი განწყობის გაფუჭებას. ამ დღეს ყველაფერში გაგიმართლებთ. თქვენ შეძლებთ დაასრულოთ დაწყებული საქმე და თითქმის ბოლომდე მიუახლოვდეთ თქვენს ოცნებას. მოსალოდნელია დახმარება ისეთი ადამიანისაგან, ვისგანაც ამას საერთოდ არ ელოდით. შეეცადეთ მოინახულოთ მშობლები და მეტი ყურადღება დაუთმოთ ბავშვებს.