თეგებით ძიება

როგორ მოვიშოროთ სულიერი იარა, რომელიც პარტნიორთან დაშორებამ მოგვანიჭა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­სას ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად ვგრძნობთ ხოლ­მე, რომ ერთ დღეს ამ, ერთი შე­ხედ­ვით, შეხ­მატ­კბი­ლე­ბულ კავ­შირს ოდეს­მე წერ­ტი­ლი და­ეს­მე­ვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად ვუმკლავ­დე­ბით შეყ­ვა­რე­ბულ­თან და­შო­რე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან რთულ­დე­ბა მა­შინ, როცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ადა­მი­ან­თან ერ­თად მთელ ცხოვ­რებს გა­ვა­ტა­რებ­დით, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ი­შა­ლა და და­შო­რე­ბა მოგ­ვი­წია. გთა­ვა­ზობთ ხერ­ხებს ტკი­ვი­ლის და­საძ­ლე­ვად:

მერ­წყუ­ლი

და­შო­რე­ბის გა­და­ტა­ნა­ში სპა და მა­სა­ჟი და­გეხ­მა­რე­ბათ, ამი­ტომ თავს მი­ე­ცით ფუ­ლის და­ხარ­ჯვის უფ­ლე­ბა.

თევ­ზე­ბი

თქვენ უნდა გა­ა­კე­თოთ ის, რაც ასე­ო­დენ კარ­გად გე­ხერ­ხე­ბათ და გიყ­ვართ - და­ი­ძი­ნოთ. ძილ­ში ემო­ცი­უ­რად და­ის­ვე­ნებთ და გო­ნე­ბა და­გეწ­მინ­დე­ბათ. გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ სი­ტუ­ა­ცი­ას კარ­გად გა­ა­ნა­ლი­ზებთ და აწონ-და­წო­ნით. და­ი­ნა­ხავთ მო­მა­ვალს, გა­მო­სა­ვალს და სა­კუ­თარ თავ­ში გზის გაგ­რძე­ლე­ბის ძა­ლას იპოვ­ვით.

ვერ­ძი

თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო ხერ­ხი ემო­ცი­ე­ბის­გან და­საც­ლე­ლად და უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის მო­სა­შო­რებ­ლად - ბოქ­სით და­კა­ვე­ბაა. თუ გსურთ, წარ­მო­ი­ოდ­გი­ნეთ, რომ შეყ­ვა­რე­ბულს ურტყამთ, რად­გან გული გატ­კი­ნათ, ან სცე­მეთ პრო­ბო­ლე­მა, რო­მელ­მაც და­გა­შო­რათ.

კურო

და­ი­წყეთ ახა­ლი ენის შეს­წავ­ლა, ჩა­ე­წე­რეთ ხე­ლოვ­ნე­ბის, მუ­სი­კის, კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის ან რო­მე­ლი­მე თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კურ­სზე. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­ივ­ლით ტრე­ნინგს. და­ინ­ტე­რეს­დით პრო­ფე­სი­უ­ლი წიგ­ნე­ბით. აღარ დაგ­რჩე­ბათ დრო წარ­სუ­ლის გა­მო­სა­ქე­ქად და სა­ნერ­ვი­უ­ლოდ.

ტყუ­პე­ბი

იმოგ­ზა­უ­რეთ. თუ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის სახ­სრე­ბიუ არ გაქვთ, ქა­ლა­ქი­დან მი­ანც გა­დით. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, უამ­რა­ვი ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა. თუ ქალ­ქსაც ვერ ტო­ვებთ რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, იქა­უ­რო­ბა მა­ინც და­ლაშ­ქრეთ!

კირჩხი­ბი

დიდი დრო გა­ა­ტა­რეთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. სა­სურ­ვე­ლია მათ­თან დარ­ჩეთ ღა­მით - რად­გან სწო­რედ მა­შინ, როცა სა­წოლშ მარ­ტო აღ­მოჩ­ნდე­ბით ხოლ­მე,

ტი­რი­ლი გინ­დე­ბათ. ძმა­კა­ცე­ბი / და­ქა­ლე­ბი კი მთე­ლი ღამე გა­ცი­ნე­ბენ, ერ­თად ნა­ხავთ კო­მე­დი­ურ ფილ­მებს, იცეკ­ვებთ და იმ­ხი­ა­რუ­ლებთ.

ლომი

აწარ­მო­ეთ დღი­უ­რი, რო­მელ­შიც აქ­ტი­უ­რად და­წერთ. ყვე­ლა ფიქ­რი და გრძნო­ბა მის ფურ­ცლებ­ზე გა­და­ი­ტა­ნეთ. გა­ოც­დე­ბით, როცა აღ­მო­ა­ჩენთ, რომ უდი­დე­სი შვე­ბა იგ­რძე­ნით.

ქალ­წუ­ლი

შე­ი­ძი­ნეთ ცხო­ვე­ლი. თუ უკვე გყავთ, დიდი დრო გა­ა­ტა­რეთ მას­თან ერ­თად. ცხო­ველ­სა და ადა­მი­ანს შო­რის მე­გობ­რო­ბა, სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე.

სას­წო­რი

ყო­ფილ­ხართ ოდეს­მე მო­ხა­ლი­სე? თუ არა, სწო­რედ ის დროა, როცა მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ პრო­ექ­ტში უნდა ჩა­ერ­თოთ! ინ­ტერ­ნე­ტი სავ­სეა თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ით.

მო­რი­ე­ლი

დიდი დრო გა­ა­ტა­რეთ ბავ­შვებ­თან ერ­თად. ძა­ლი­ან გა­გი­მარ­თლათ თუ უმ­ცრო­სი და-ძმა ან შვი­ლი გყავთ. შე­გიძ­ლი­ათ ნა­თე­სა­ვე­ბის ან მე­გობ­რე­ბის ბავ­შვე­ბის ძი­ძო­ბაც იკის­როთ.

მშვილ­დო­სა­ნი

იცით რა და­გეხ­მა­რე­ბათ მომ­ხდა­რის გა­და­ხარ­შვა­ში? პა­სუხზე არ გა­გე­ცი­ნოთ... კა­რა­დის და­ლა­გე­ბა! დიახ, და­ი­წყეთ თქვე­ნი ოთა­ხის და­სუფ­თა­ვე­ბით და მთე­ლი სახ­ლიც მი­ა­ყო­ლეთ.

თხის რქა

წა­დით კი­ნო­ში და თე­ატ­რში. რე­გუ­ლა­რუ­ლად და­ეს­წა­რით სე­ან­სებ­სა და წარ­მოდ­გე­ნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა