თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად ყალბი ცნობების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად ყალბი ცნობების დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო ავრცელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთ - ერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ეწეოდნენ ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობას. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარის საფასურად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით" - ნათქვამია ინფორმაციაში.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა