თეგებით ძიება

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. ნისლში ძნელია ორიენტრის პოვნა. ძნელია თქმა საით უნდა აიღოთ გეზი - მარცხნივ თუ მარჯვნივ. გაჭირდება "კი"-ს ან "არა"-ს თქმა, როცა ინფორმაციას არ ფლობთ... თქვენ გელით კითხვებისა და რებუსების დღე და ყოველთვის არ ხერხდება მათი ამოხსნა.

კურო. დღეს წარმოიშვება ისეთი სიტუაცია, როცა ამ ნიშნის თითქმის ყველა წარომადგენელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. შეეცადეთ საკუთარ ინტუიციას მინედოთ და ეს დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ ბევრი შეცდომა. ახლობელ ადამიანთან არ ღირს განხილვებისას სწორხაზოვნებისა და იმპულსური ქმედებების გამოვლენა. ეს ჩხუბსა და დაშორებასაც კი გამოიწვევს. თუ თქვენ კომპრომისს გამონახავთ, ყველაფერი მოგვარდება.

ტყუპები. ტყუპებს ვურჩევთ გენერალურ დალაგებას შეუდგნენ. გელით მოულოდნელი ზარები და ვიზიტები. დაუთმეთ ყურადღება პარტნიორებს, მეგობრებს, ნათესავებს. უმჯობესია დღევანდელი დღე მეგობრულ წრეში გაატაროთ და სასიხარულო ატმოსფეროთი დატკბეთ.

კირჩხიბი. ამ დღეს კირჩხიბებს სასიამოვნო სიურპრიზი ელით საყვარელი ადამიანისაგან. ეს გაიშულებთ მომავალზე დაფიქრდეთ. ცუდი არ იქნებოდა შვებულებაზე გეფიქრათ, სადმე საყვარელ ადამიანთან ერთად წავლაზე. სასიყვარულო ურთიერთობები უფრო მყარი გახდება. წარმატებული პერიოდია კომერციული საქმიანობისათვის. სემოსავლები გაიზრდება და დასტაბილურდება.

ლომი. რატომ უნდა წახვიდეთ სადმე თუ კმაყოფილებასა და სიმშვიდეს სახლში ყოფნა განიჭებთ?! უბრალოდ იყავით ოჯახში.

ქალწული. ქალწულებს დღეს მოუწევთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება, ან ოჯახური ბიუჯეტის განხილვა. იყავით უფრო ალერსიანი მეორენახევრის მიმართ.

სასწორი. დღე ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული სასწორებისათვის. თქენ შეგიძიათ დაკავდეთ საქმით, რომელიც ღირსეულად დაფასდება. შესაძლებელია სასიამოვნო მიწვევა მიიღოთ, რომელზეც ღირს დათანხმება. ეს ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ, საუბრები სიამოვნებას მოგანიჭებთ და ახალ მეგობრებსაც გაჩუქებთ. ამ დღეს თამამად შეგიძლიათ გაემგზავროთ სადმე ან წახვიდეთ საყიდლებზე, რომელიც მომგებიანი იქნება.

მორიელი. თუ დიდი ხნის განმავლობაში გადადებდით ხოლმე რაღაც საქმეს, დღეს მის განსახორციელებლად წარმატებული დღეა. ყველაფერი ადვილად და სწრაფად მოგვარდება თქვენს სასარგებლოდ. თავადვე გაოცდებით, რა მარტივი ყოფილა ყველფერი, თქვენ კი გეშინოდათ.

მშვილდოსანი. მშვილდოსნებს მოუწევთ დღეს ძალიან მნიშვნველოვანი ამოცანის გადაწყვეტა, რომელზეც ბევრი ამ ნიშნის წარმომადგენლის მუშაობის შედეგები იქნება დამოკიდებული. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან მოსალოდნელია კუნთების დაჭიმულობა ან სხვა სახის უხერხული ტრავმის მიღება,რაც მომავალში შეგაწუხებთ.

თხის რქა. შეეცადეთ ამ დღეს გადადოთ ყველა საქმე და უბრალოდ კარგად დაისვენოთ. კარგი დღეა ქაღალდების მოსაწესრიგებლად, საქმეებისათვის, სარემონტო ან კეთილმოწყობის სამუშაოების დასაწყებად. ერიდეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ან ცხოველის შეძენას. წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის, რაც დიდი ხნით დგამახსოვრდებათ.

მერწყული. დღე მერწყულებისათვის ორმაგად წინააღმდეგობრივი იქნება. დღის პირველ ნახევარში სიცოცხლის ხალსსა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარში კი - უკმაყოფილებასა და იმედგაცრუებას. ამიტომაც გაგიჭირდებათ ადამიანების სწორად შეფასება და გონიერი ქმედებების ჩადენა. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი უსიამოვნო ამბავს შეიტყობს.

თევზები. ამ დღეს თქვენ გაატარებთ შინაურებთან ძალდაუტანებელ საუბრებში. იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები მთელს სამყაროში ყველაზე ძვირფასია თქენთვის. დააფასეთ ეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა