თეგებით ძიება

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. დღის პირველი ნახევარი ჯანმრთელობისათვის საშიშროების შემცველი იქნება. მოსალოდნელია ტრავმები, ასევე სერიოზული პრობლემები გარშემომყოფებთან ურთიერთობებში. დღეს შესაძლოა მიიღოთ შეტყობინება ან თხოვნა ახლობელი ადამიანისგან. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა ან რომანტიკული გატაცება. ამ დღეს საქმეში შიგიძლიათ მეგობრების ან საიმედო პარტნიორების დახმარებისა და რჩევების იმედი გქონდეთ.

კურო. ხელსაყრელი დღეა ფინანსური თვალსაზრისით. შესაძლებელია შორეული მივლინებები. კარგი დღეა სპონსორებთან მოსალაპარაკებლად. საღამოს დაისვენეთ მეორე ნახევართან ერთად რესტორანში.

ტყუპები. ტყუპებისათვის არ ღირს პრობლემებზე ასე ემოციურად რეაგირება. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი მოთმინებისათვის დაჯილდოვდებით. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტებსა და ჩხუბს როგორც სამსახურში, ასევე სახლში. არაა რეკომენდებული ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება, - ეს ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს გაუთვალისწინებელი ხარჯები ელის. შეეცადეთ ამ დღეს თავი შეიკავოთ უძრავი ქონების შეძენისაგან. ასევე არ ღირს სახლში რემონტის წამოწყება. უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. შესაძლოა გაგიმწვავდეთ ძველი ავადმყოფობა. არ გასცეთ სესხი, - მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ.

ლომი. დღეს გელით სტუმრებით სავსე სახლი. მოემზადეთ სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ნათესავების დასახვედრად, ძველი ნაცნობების, თანამშრომლების ან ტანაკლასელების მოულოდნელი ვიზიტებისათვის. სამსახურში დამღლელი სამუშაო და ქაღალდების მოწესრიგება მოგიწევთ.

ქალწული. ზოგიერთ ქალწულს მატერიალური მდგომარეობის ცვლილებები ელის. პროექტი, რომელსაც დიდი ხანია ეჭვით უყურებდით, შემოსავლის მოტანას დაიწყებს. წარმატებული დღე იქნება მათთვის, ვისაც სამსახურის შეცვლა სურს და აფსოლიტურად წარუმატებელი - მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასახვა აქვს განზრახული. ერიდეთ სარისკო საქმეებს და საეჭვო თავგადასავლებს.

სასწორი. როგორც იქნა ვარსკვლავები გაუღიმებენ ამ ნიშნის წარმომადგენლებს. წარუმატებლობის პერიოდი უკან დარჩა. შესაძლოა დღეს ვარსკვლავებმა სანუკვარი ოცნების ასრულება გაჩუქოთ: დაქორწინება, ბავშის გაჩენა, ბინის შეძენა, საკუთარი ბიზნესის დაწყება... სასწორების ყველაზე თამამი ოცნებაც კი შესაძლოა განხორციელდეს.

მორიელი. მოემზადეთ იმისათვის, რომ დიდი რაოდენობის საქმეები მთლიანად გამოგფიტავენ ენერგიისგან. ზოგირთი კი დეპრესიამდეც მიგიყვანთ. მაგრამ მთავარია გახსოვდეთ - რაც მეტ ძალისხმევას მოახმართ, მით უკეთეს შედეგს მოიმკით, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც მეტს მიიღებთ.

მშვილდოსანი. დღეს მშვენიერი დღეა კარიერული წინსვლისთვის. თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვა არავის დატოვებს გულგრილს. არ ჩაერთოთ კონფლიქტში, რათა ხვალ სანანებელი არ გაგიხდეთ თქვენს მიერ ნათქვამი. სამსახურში მიღწეულ წარმატებებს ხელმძღვანელობა დაგიფასებთ. იზრუნეთ ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

თხის რქა. პრობლემები და სირთულეები არცერთ ცხოვრებისეულ სფეროში არ შეგეხებათ. შეუფერებელი დროა სამსახურის შესაცვლელად.

მერწყული. ეს დღე მთლიანად უნდა მიუძღვნათ საკუთარ თავს. ყოველი თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად დაკმაყოფილებული იქნება. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი თავიდან ბოლომდე თქვენზე იქნება დამოკიდებული. თქვენ მოგეცემათ მშვენიერი შანსი სრული ურთიერთგაგება მოიპოვოთ მეორე ნახევართან. ის უსიტყვოდაც კი გაგიგებთ და თქვენს ნებისმიერ წინადადებას მიიღებს.

თევზები. დაფიქრდით შემოსავლის დამატებით წყაროზე და ნუ ხარჯავთ ფულს, - ხელფასამდე ჯერ დიდი დროა. თუ საავადმყოფოში მოხვედრა არ გსურთ, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა