თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

ათეულობით ჩამოვარდნილი მეხი და 100-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანი-ბუნების უჩვეულო მრისხანება ინდოეთში

ჩრდილოეთ ინდოეთში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში „ჩამოვარდნილი“ ათეულობით მეხის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კატასტროფის საინფორმაციო ბიუროს თქმით, მხოლოდ ბიჰარის შტატში 83 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა მეხის დარტყმის მომენტში, ხოლო დანარჩენი 20 მიღებული დაზიანების შედეგად დაიღუპნენ საავადმყოფოში.

ბოლო პერიოდში მუსონური ქარისა და წვიმების შედეგად ძალზე ხშირად ფიქსირდება მეხის „დაცემის“ ფაქტები. ამასობაში, წვიმებმა და მეხმა ძალზე მძიმე დაზიანებები მიაყენეს ადგილობრივთა ქონებებსა და ბუნებას. მთავრობამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ იყვნენ ყურადღებით, ფხიზლად და დარჩნენ სახლებში- სინოპტიკოსები მომავალი დღეების განმავლობაში ამინდის გაუმჯობესებას არ პროგნოზირებენ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთში მხოლოდ 2018 წელს 2300 ადამიანი გარდაიცვალა მეხის ჩამოვარდნის შედეგად.

დანაშაულის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად 2005-იდან 2020-მდე 2000 ადამიანი კვდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა