თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"ინფიცირების ორი ახალი შემთხვევის წყარო დაავადებულ პირთან კონტაქტს უკავშირდება" - მარინა ეზუგბაია

ინფიცირების ორი ახალი შემთხვევის წყარო დაავადებულ პირთან კონტაქტს უკავშირდება - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.



ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტია მოტავსებული.


„დაგვემატა მხოლოდ 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღეისთვის გვყავს 919 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 780-ს შეადგენს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 125 პაციენტი მკურნალობს. ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი, რომლებმაც დატოვეს ჩვენი ცენტრი და ამ ეტაპზე 24 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. შედარებით ახლო პერიოდში შემოსულ პაციენტებთანაც არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. მათი მდგომარეობაც არაა მძიმე, საშუალო და მსუბუქია,“- აღნიშნა ეზუგბაიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა