თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"უთხარით მსოფლიოს, ჩვენ ლივერპული ვართ, ინგლისის ჩემპიონები" - ლივერპულის ოფიციალური გვერდი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

მას შემდეგ ,რაც ლონდონის ჩელსიმ მანჩესტერ სიტი საკუთარ მოედანზე დაამარცხა ანგარიშით 2-1, ლივერპული ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის, პრემიერ ლიგის 2019-2020 წლების სეზონისგამარჯვებული გახდა. რომ არა ჩელსის გუშინდელი გამარჯვება პირველ ადგილზე მყოფის მდევარზე, მანჩესტერ სიტიზე, ლივერპული რამდენიმე ტურში მაინც იზეიმებდა იმ ტრიუმფალურ გამარჯვებას, რომელსაც უკვე 30 წელია, რაც ელოდებოდა გუნდის ხელმძღვანელობა და მისი გულშემატკივარი.

ლივერპულმა 31 მატჩში 86 ქულა მოაგრობა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 63 ქულა აქ, სეზონის ოფიციალურ დასრულებამდე კი ჯერ კიდევ 7 ტურია დარჩენილი, ლივერპულის გამარჯვება კი უპრეცედენტოა, რადგან ძალზე იშვიათობაა ფეხბურთის ისტორიაში ტურნირის 7 ტურის დასრულებამდე გუნდი აგროვებდეს იმდენ ქულას, რომ უკვე გამარჯვებულის სტატუსს ეუფლებოდეს.

ლივერპულის ოფიციალური საიტი აქვეყნებს ემოციურ ვიდეოს, რომელზეც მოკლედ ასახულია ის გზა რაც წელს განვლო გუნდმა გამარჯვებამდე, რომლის მთავარი სულის ჩამგდმელი გუნდის გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა