თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"გერმანია რუსეთს სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამს" - მაიკ პომპეო

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გერმანიის მიერ თავდაცვისთვის გაწეული დაბალი დაფინანსება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ბერლინი რუსეთს სერიოზულ საფრთხედ არ განიხილავს.

„ჩვენ რუსეთს სერიოზულ საფრთხედ აღვიქვამთ“- განაცხადა პომპეომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტრამპის განზრახვის შესახებ გერმანიის ამერიკელი სამხედროების გაყვანასთან დაკავშირებით. თავდაცვაზე ერთიანი ეროვნული შიდა პროდუქტიდან 1 %-ის დახარჯვა, ისე როგორც ამას გერმანია აკეთებს, არ ასახავს იმ გაბედულ რეალობას, რომელსაც უნდა ხედავდეს ვლადიმირ პუტინი გერმანიის მხრიდან.“ - აღნიშნა პომპეომ.

პომპეომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა არაერთხელ დაუკავშირა ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის შექმნა რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკის მნიშვნელოვნად დამოკიდებულების ფაქტს, რის შედეგადაც რუსეთს გერმანიაზე გავლენის ხელსაყრელი ბერკეტები ექნება.

პომპეოს თქმით, ამერიკის მთავრობას გააჩნია კონკრეტული გეგმა მოკავშირეებთან, რომლითაც უნდა მოხდეს წინააღმდეგობის გაწევა იმ მუქარებისთვის, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მომდიანრეობს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა