თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

პრემიერი: ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა მუდმივი გამოწვევაა

გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას კორუფციაზე ისაუბრა. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა განვითარებადი ქვეყნების ერთ-ერთი მუდმივი გამოწვევაა.

„ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა“, - თქვა მან.

პრემიერის განცვხადებითვე, საჯარო მმართველობაზე როცა ვსაუბრობთ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კორუფციას.

"კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებადი ეკონომიკებისთვის არის მუდმივი გამოწვევა. ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა. ჩვენ ყოველდღიურად, მუდმივად უნდა დავხვეწოთ ის მექანიზმები, რომლებსაც ვიყენებთ კორფუციასთან ბრძოლისათვის. ამ მექანიზმების დახვეწას და პროგრესს აღნიშნავს სწორედ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში პირველი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში კი 44-ე ადგილზეა. კიდევ ერთხელ ვამბობ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვესმის, რომ კორუფციასთან ბრძოლა გარდამავალი ეკონომიკების, გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა ჩვენი მუდმივი ამოცანაა“, - განაცხადა გახარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა