თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

„ვის უხდით ბატონო პრემიერო მადლობას? იმ სუს-ის თანამშრომლებს, რომლებიც პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ფეისბუქ სტატუსების გამო იბარებენ?“ - სამადაშვილი გახარიას

„ვის უხდით ბატონო პრემიერო მადლობას? იმ სუს-ის თანამშრომლებს, რომლებიც პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ფეისბუქ სტატუსების გამო იბარებენ?“ - ასე მიმართა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა პრემიერ გახარიას.
სამადაშვილი თავის გამოსვლაში შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გაფრთხილებასაც და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაქირავებული ლობისტები, მათ დამოკიდებულებებს ვერ შეცვლის.

„თქვენ, თქვენი გამოსვლა დაიწყეთ იმით, რომ აი მერამდენედ მოდიხართ თურმე პარლამენტში და ეს ქვეყანაში დემოკრატიის ნიშანია. დემოკრატიის ნიშანი თქვენი აქ მოსვლა კი არა, დემოკრატიის საზომი არჩევნები იქნება. სწორედ ამ არჩევნებზე და ქვეყანაში შემქნილ პოლიტიკურ მდგოამრობაზე გვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები მათ შორის აშშ-ს კონგრესში, როდესაც საუბრობენ რომ თქვენი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილურობას და შესაბამისად ის განიხილება როგორც სანქციების სამიზნე. ის უნიჭო ტყუილები, რომლებსაც თქვენი დაქირავებული ლობისტები ივანიშვილის მძიმე ბავშვიობაზე უგზავნიან კონგრესს წერილს, ამ საკითხს დღის წესრიგიდან ვერ მოხსნის, რადგან იმის ნაცვლად რომ დაიწყოთ მზადება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზაციით ხართ დაკავებულები.

ტრიბუნიდან მადლობას სუსის თანამშრომლებს უხდით, რომლებიც პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს იბარებენ დაკითხვაზე ფეისბუქ პოსტების გამო?! ამ გარემოში ჩატარებული არჩევნები, როცა თავდასხმებია ოპოზიციის ოფისებზე, ლიდერებზე, ძალიან კითხვის ნიშნებს გააჩენს მის ლეგიტიმურობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.“ - მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა