თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

ამნეზიაზე იმკურნალეთ და ნათელაშვილის ფანჩატურში რომ იკრიბებით, იქ გაიხსენეთ წარსულის ამბები საგმირონია - სესიაშვილი ოპოზიციას

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთო კახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

სესიაშვილის გაღიზიანება კახიძის კითხვამ გამოიწვია, რომელიც მან გიორგი გახარიას დაუსვა.
სესიაშვილმა კახიძეს მკურნალობა შესთავაზა და განაცხადა, რომ ოპოზიცია 20 ივნისის უკან ვერ იხედება.
"მე მესმის რომ თქვენ პოლიტიკური ამნეზია გაქვთ და 20 ივნისის უკან ვერ იყურებით, თუ გინდათ ამნეზიაზე იმკურნალით, ნათელაშვილის ფანჩატურში რო იკრიბებით იქ კითხეთ თქვენ პოლიტიკურ პარტნიორებს და მოგიყვებიან თქვენი პოლტიკური წარსულის ამბებს საგმირონისას, თუ თქვენ არ გახსოვთ" , - განაცხადა სესიაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა