თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

გოცირიძე გახარიას: ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკბიუჯეტის ავტორი

„ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ყველაზე დიდი ფეიკ ბიუჯეტის ავტორი, სიცრუის ბიუჯეტი წარმოადგინეთ გუშინწინ რომელიც დღეს უკვე ფაკტობრივად მკვდარია“ - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პრემიერ გახარიას.
მისივე თქმით, მთავრობამ 400 ათასი ადამიანი დახმარების გარეშე დატოვა მაშინ, როცა ხელისუფლება პირობას დებდა, რომ პანდემიით დაზარალებული თითეული ადამიანი ერთჯერად დახმარებას მიიღებდა.

„ შეგახსენებთ თქვენს ბიუჯეტს და თქვენს პრეზენტაციებს, როდესაც ამბობდით, რომ 350 000 ადამიანს და 250 000 თვითდასაქმებულს ფინანსურად დაეხმარეოდით. ანუ თქვენ, 600 000 ადამიანისათვის პირდაპირი ფინანსური დახმარება უნდა გაგეწიათ. რამდენიმე დღეში ეს პროცესი მთავრდება და ვხედავთ, რომ დაახლოებით 400 000 ადამიანი დახმარების გარეშე დატოვეთ. სულ მცირე 300 მილიონის ეკონომია გააკეთეთ აი ამ თქვენი ფეიკ დაპირებებისა და ფეიკ ბიუჯეტის წყალობით, და ეს 300 მილიონი წარიმართება იმ ხარჯების დასაფინანსებლად, რომელიც თქვენ არ შეკვეცეთ ბიუჯეტში. რა ხარჯებია ეს?! - ეს არის ის ხარჯები, რომელიც მიმართულია თქვენი ბიზნესებისთვის, ხელისუფლებასთან დაახლოვებული კომპანიებისთვის, უსარგებლო კორუფციული ხარჯები, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯები“.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა