თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

30 შვილის მამა მაღაროში ნაპოვნი ძვირფასი ქვებით მილიონერი გახდა

ტანზანიელი მაღაროელი ერთ ღამეში გახდა მილიონერი მას შემდეგ, რაც ტანზანიტის ქვები აღმოაჩინა და გაყიდა. სანინიუ ლაიზერმა, რომელმაც $3,4 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირადღირებულ ქვებს მიაგნო, ძვირფასეულობა სამთო მრეწველობის სამინისტროს მიჰყიდა. – „ ხვალ დიდი წვეულება იქნება“- განაცხადა 30 შვილის მამამ BBC-ისთან ინტერვიუში.

ტანზანიტს მხოლოდ ჩრდილოეთ ტანზანიაში პოულობენ, რომელთაც აქტიურად იყენებენ ორნამენტების დასამზადებლად. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძვირფასი ქვაა დედამიწაზე. გეოლოგების შეფასებით მომავალი 20 წლის განმავლობაში აღნიშნული ქვების მარაგი შესაძლოა სრულად ამოიწუროს.

ძვირფასი ქვის განსაკუთრებულ მიმზიდველობას წარმოადგენს ქვების მრავალფეროვანი გარეგნობა, რომელთა ნაწილი მწვანე, წითელი, მეწამული და ლურჯი ფერისაა. ქვების ფასს განსაზღვრავს მისი განსაკუთრებით მკვეთრი შეფერილობა.

ლაიზერის მიერ ამოღებული ქვების წონა 16 კილოგრამს შეადგენს, რომელთა გაყიდვა სავაჭრო ღონისძებაზე მოახერხა მან ჩრდილოეთის რეგიონ მანიარაში.

პრეზიდენტმა ჯონ მაგუფულიმ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიულოცა და მადლობა გადაუხადა ლაიზერს. 52 წლის ლაიზერმა, რომელსაც 4 ცოლი ჰყავს განაცხადა, რომ აღნიშნული მოვლენის პატივსაცემად ძროხას დაკლავს.

„მე ვაპირებ სავაჭრო ცენტრისა და სკოლის მშენებლობას. მე მინდა სკოლის აშენება ჩემს სახლთან ახლოს, სადაც ბევრი ღარიბი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების სკოლაში წაყვანას. მე არ ვარ განათლებული, მაგრამ მიყვარს როდესაც ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე მიმდინარეობს. ამიტომ მსურს ჩემმა შვილებმა პროფესიონალურად მართონ თავიანთი ბიზნესი“ - განაცხადა ლაიზერმა.

მაღაროელის თქმით, იგი არ აპირებს ცხოვრების სტილის შეცვლას და გეგმავს, გააგრძელოს თავისი 2000 ძროხის მოვლა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა