თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის დარბევა მოხდა, ბატონო გახარია ეს ღარიბაშვილისგან ისწავლეთ?“ - თინა ბოკუჩავა

„პირველ რიგში, მინდა გკითხოთ იცით თუ არა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის დარბევა მოხდა?! ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია?! გვახსოვს ღარიბაშვილისეული საარჩევნო კამპანია, დარბევებით. ბატონო გახარია ეს ღარიბაშვილისგან ისწავლეთ?“ - ასე მიმართა პარლამენტის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პრემიერს.

დეპუტატმა გახარიას ასევე თეა წულუკიანის მიერ ბაჩანა შენგელიას სამსახურიდან გათავისუფლება შეახსენა და ჰკითხა იყო თუ არა შენგელიას გათავისუფლება მისი დავალება.

„არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ თეა წულუკიანის დავალებით სამსახურიდან გაათავისუფლეს ბაჩანა შენგელია?! ადამიანი, რომელიც საკუთარი დედის მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლეს ითხოვს და რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, თქვენც საქმეში ჩართული იყავით. ამ ადამიანმა უარი თქვა, იმ სამარცხვინო კამპანიაში ჩართვაზე, რომელსაც დღეს თქვენ პრეზიდენტს ეძახით და რომელსაც ეს სკამი ბიძინა ივანიშვილმა უყიდა. მაინტერესებს: ეს თქვენი დავალებით მოხდა თუ ქალბატონმა წულუკიანმა ეს აქტი თვითნებობით განახორციელა როდესაც ის სამსახურიდან გაათავისუფლა?!

ასევე მაინტერესებს, იცით თუ არა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის დარბევა მოხდა?! ასე დაიწყეთ საარჩევნო კამპანია?! გვახსოვს ღარიბაშვილისეული საარჩევნო კამპანია, დარბევებით. ბატონო გახარია ეს ღარიბაშვილისგან ისწავლეთ? ასე აპირებთ საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას? როგორც ჩანს, სურვილი გაქვთ ღარიბაშვილთან ერთად, ივანიშვილის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების სიაში თქვენც შეხვიდეთ, ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული გაქვთ. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტიდან იპარავთ და გარდა იმისა, რომ ქართულ, ჯიგრულ პონტში კორუფციას ხრავთ, მაში, როდესაც ამ ტრიბუნასთან თავმომწონედ პოზირებთ, როცა ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს, თქვენ კი, როგორც ჩანს, ძალიან მოკლე მეხსიერება გაქვთ.
ისევე, როგორც თქვენს მინისტრებს მოპარული მილიონები არ შერჩებათ, ისე არ შეგრჩებათ თქვენ კონკრეტული დანაშაული, დანაშაული პუტინის სახელით, როდესაც ანტისაოკუპაციო აქცია სისატიკით დაშალეთ. „ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა