თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის? - ბოკერია გახარიას

"ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ პრემიერს, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა. კითხვები დაუსვა.

მას აინტერესებს, რატომ ხურავს მთავრობა რეგულარული ფრენებისთვის საზღვრებს, როცა ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს თავისი სივრცე გაუხსნას.

"ვერ გავიგეთ და აგვიხსენით, რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს მოქალაქეებს, ყველას. უმძიმესი მდგომარეობაა და უნდა დავეხმაროთ და შესაძლებლობა იყოსო. ევროკავშირი გვიხსნის და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის? მათ შორის, იმ ქვეყნებში სადაც ეპიდვითარება არის კარგი. რითი აიხსნება ეს? პოლიტიკური სიბრიყვით? რაიმე პოლიტიკური ჩანაფიქრი გაქვთ?" - აცხადებს ბოკერია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა