თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური ჯგუფები არ სცნობენ არც პრემიერის განცხადებებს და რიგით ადამიანებს უბრალოდ დასცინიან" - დავით ჭიჭინაძის მიმართვა პრემიერს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, პრემიერს გახარიას ათეულობით დამადასტურებელი საბუთი გადასცა, იმის შესახებ, რომ მიუხედავად პრემიერის არაერთი განცხადებისა, პანდემიის პერიოდში სესხების კაპიტალიზაციი გადავდების შესახებ, ადამიანებს არა თუ სესხი გადაუვადდათ, პროცენტებზე დამატებით პროცენტი დაერიცხათ.

„ რჩება შთაბეჭდილება, რომ ფინანსური ჯგუფები არ სცნობენ არც პრემიერის განცხადებებს და რიგით ადამიანებს უბრალოდ დასცინიან.

რადგან, მათ, ვინც სოცილურად დაუცველ ჯგუფებში არიან, მათ, ვისაც 200 და 300 ლარიანი დახმარებები შეეხოთ, ბანკებმა არათუ ვალი გადაუვადეს, დამატებითი პროცენტები დაარიცხეს. არანაირი დათმობები არ შეიმჩნევა ბიზნესებთან მიმართებაშიც. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პანდემიის დროს, ბანკებმა კიდევ უფრო მეტი მოგება ნახეს.

მე ამ საბუთებს ვუგზავნიდი ეროვნულ ბანკსაც, თუმცა ფინანსური ჯგუფების განუკითხაობას საზღვარი არ აქვს და შესაბამისად, თქვენი საუბარიც მხოლოდ საუბრად რჩება“ - მიმართა ჭიჭინათემ პრემიერ გახარიას.

„15 ივლისამდე, მთავრობას გაქვთ მინიჭებული უფლებამოსილება, რომ დაამკვიდროთ რეგულაციები რომლებიც, პანდემიასთან ბრძოლასთან არის დაკავშირებული და რადგან ამ ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს ესეთ ჩარევას.

რადგან, მათ დაყადაღებული აქვთ ანგარიშები, მათთვის გრძელდება ის წნეხი, რომელიც შემოიტანა ამ პანდემიამ და ჩვენ კი, ადამიანებს ჩვენ არ ვაძლევთ გაცოცხლების საშუალებას. „ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა