თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

"სვით ცივი წყალი, უვიცებო, ვინც ქალების ჩაგვრას ვერ ხედავთ და კვოტებზე გული მიგდით კაცებთან საკეკლუცოდ" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოში ქალთა უფლებების კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი პარლამენტში გენდერული კვოტირება იქნება.
პატარაიამ ის ქალები გააკრიტიკა, ვინც გენდერულ კვოტირებას შეურაცხყოფად თვლიან და აცხადებს, რომ ისინი ამ განცხადებას კაცებთან საკეკლუცოდ აკეთებენ.
"მოკლედ, კვოტები ინიცირდა და ზოგი ისევ გამოენთო და გადაიხსნა ვენები, ქალებს შეურაცხყოფენო. ჰოდა მათ მივმართავ: რაღაც არ მახსოვს, 36% სახელფასო სხვაობაზე მოგეგლიჯოთ თმა სირცხვილისაგან, ან აუნაზღაურებელ სახლის 40 საათიან შრომაზე გეღვაროთ ცრემლები, არც იმაზე მახსოვს თქვენი ღაწვთა ხოკვა, პარტებში ქალთა უხილავ ბარიერებზე კვლევა რომ დაიდო, არც "შუშის ჭერზე". ჰოდა, სვით ცივი წყალი, უვიცებო, ვინც ქალების ჩაგვრას ვერ ხედავთ და კვოტებზე გული მიგდით კაცებთან საკეკლუცოდ. პ.ს. პარტია თუ დებილ ქალს დაისვამს კვოტით, ეს მისი არჩევანი და გემოვნებაა; კაცებშიც ზოგი სერგი კაპანაძეს ისვამს დეპუტატად და ზოგიც ჯაჭვლიანს და მეჭიაურს. ვისაც გამოთაყვანებული ხალხი უნდა, ქალსაც გამოთაყვანებულს მოიზიდავს და კაცსაც და ვისაც ჭკვიანი და კომპეტენტური უნდა? კაცსაც ეგეთს ჩასვამს სიაში და ქალ... თუ კომპეტენტური და ჭკვიანი ქალები არ არსებობენ საქართველოში? ა, ამის თქმას ცდილობთ? ჰოდა, ვინ აყენებს შეურაცხყოფას ქალებს ახლა?" - წერს ბაია პატარაია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა