თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმე - სუს-მა "ტვ პირველის" პროდიუსერს წყაროს დასახელება მოსთხოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა " ტვ პირველის" პროდიუსერს წყაროს დასახელება მოსთხოვა.

უწყებაში გამოკითხვაზე მაკა ჩიხლაძე იმყოფებოდა, რომელიც ნოდარ მელაძის შაბათში, გიორგი გაბუნიას საქმეზე მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ დაიბარეს. მაკა ჩიხლაძემ განაცხადა, რომ წყაროს დასახელებაზე მან უარი თქვა.

მისი თქმით, კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებელი ასევე დაინტერესდა, რამდენი ხანია იცნობს გიორგი გაბუნიას და როდის გაიგო, რომ მის წინააღმდეგ დანაშაული მზადდებოდა

"ყველა კითხვაზე იყო პასუხი, რომ მე მიცავს 50-ე მუხლი და არ მაქვს იმის ვალდებულება, რომ გავთქვა ჩემი წყაროები "- აღნიშნა მაკა ჩიხლაძემ სუს-ის დატოვების შემდეგ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა