თეგებით ძიება
26. 06. 2020 News-ები

„ახალი კუთხით წარმოჩნდა ბევრი რამ და მათ შორის მთავარი, არავითარი არაფორმალური მმართველობა არ შეიძლება არსებობდეს" - გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა, რომ პრემიერის გამოსვლიდან ნათლად გამოჩნდა, რომ ქვეყანაში არავითარი არაფორმალური მმართველობა არ არსებობს.

„ახალი კუთხით წარმოჩნდა ბევრი რამ და მათ შორის მთავარი - აქ არავითარი არაფორმალური მმართველობა არ შეიძლება არსებობდეს. ბიძინა ივანიშვილის დამსახურება მხოლოდ ის კი არ არის, რომ რესურსი გაიღო ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მშენებლობის კუთხით, კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად, ჩვენი ბავშვების განათლებისთვის და სხვა, არამედ არის ის ენერგია, რომელიც ჩაიდო პროფესიონალური მმართველი გუნდი შექმნაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რაშიც ყველამ მივიღეთ მონაწილეობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისივე თქმით, სწორედ, ამან უზრუნველყო სტაბილურობა და რომ არა პანდემია, საუბარი იქნებოდა მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდეციებზე.



„ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, გვიწევს ეკონომიკურ და ჯანმრთელობის პრობლემზე უფრო მეტი საუბარი, ვიდრე იმ ტენდენციებზე, რომლებიც, მიუხედავად არსებული ვითარებისა, გამოიკვეთა. მთავარი თემა მაინც არის ერთი, რაზეც არავინ ამახვილებს ყურადღებას, თუ ოპოზიციურ ფლანგზეა. საქართველოს აქვს ისტორიული დანიშნულება იყოს დერეფანი ენერგორესურსებისთვის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირებისთვის აზიასა და ევროპის რეგიონებს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა