თეგებით ძიება
29. 06. 2020 News-ები

შსს: თემქაზე მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა და თავი მოიკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თემქაზე მოქალაქემ პატრულ-ინსპექტორი დაჭრა და თავი მოიკლა. უწყების განმარტებით, ისინი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებაზე მივიდნენ, რა დროსაც შეტყობინების ინციატორის ქმარი აგრესიული გახდა, ინსპექტორი დაჭრა, შემდეგ კი მეშვიდე სართულიდან გადახტა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა