X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ოპოზიცია ცვლილებებისთვის ხმის არმიცემას კრიმინალური ქეისებით ამართლებს - გახარია
  • ოპოზიცია ცვლილებებისთვის ხმის არმიცემას კრიმინალური ქეისებით ამართლებს - გახარია

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება. მისი მტკიცებით, ოპოზიცია ცვლილებებისთვის ხმის არმიცემას კრიმინალური ქეისებით ამართლებს.

    "ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - დღეს ჩვენ ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დეოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა.

    ვინც გარკვეული ვიწრო-პოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი კრიმინალური ქეისებით, ეს თავის გამართლება არ იმუშავებს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ხმას მისცა ამ ცვლილებებს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს

    ” - აღნიშნა პრემიერმა.
    შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა ახალი საარჩევნო სისტემა დაამტკიცა. ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა, მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ რურუას გათავისუფლება იყო.

    წყარო:newposts.ge
    25 ნახვა
    29-06-2020, 08:03
    loading...
    News-ები