X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
„ტატიაშვილი არაა ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი“ - ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სპეციალური განცხადება
  • „ტატიაშვილი არაა ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი“ - ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სპეციალური განცხადება

    19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.


    განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს ,ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი არ არის.

    „ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს მოჭიდავე გიგა ტატიაშვილი. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია აზუსტებს, რომ ტატიაშვილი არაა ჩვენს ფედერაციაში შემავალი არც ერთი საჭიდაო სტილის წარმომადგენელი და სთხოვს ყველას, მეტად ფრთხილები და ყურადღებიანები იყვნენ ინფორმაციის გავრცელებისას.

    საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" 19 წლის წევრის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


    წყარო:newposts.ge
    66 ნახვა
    29-06-2020, 09:06
    loading...
    News-ები