თეგებით ძიება
30. 06. 2020 News-ები

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

დაკავებულს 8- დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ნ.თ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, „კეტამინი“ და „ექსტაზი“ და დიდი ოდენობით ფულადი თანხა -85965 ლარი ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე მუხლის 6 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა