X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
„სახე და კიდურები ჰქონდა წყალში სახე და კიდურები ჰქონდა წყალში, ხოლო წყლიდან ჩანდა ზურგი…” - რა ვითარებაში იპოვეს გიორგი შაქარაშვილის ცხედარი
  • „სახე და კიდურები ჰქონდა წყალში სახე და კიდურები ჰქონდა წყალში, ხოლო წყლიდან ჩანდა ზურგი…” - რა ვითარებაში იპოვეს გიორგი შაქარაშვილის ცხედარი

    19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება - “პრაიმტაიმი” ავრცელებს გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პირველადი დათვალიერების დოკუმენტებს.






    რომელშიც ზუსტად არის ასახული, რა ვითარებაში იყო გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში.

    როგორც საქმის მასალებში წერია, გიორგი შაქარიშვილის ცხედარი მდინარის ნაპირიდან 1.5 მეტრის მოშორებით იყო წყალში.

    „სახე და კიდურები ჰქონდა წყალში, ხოლო წყლიდან ჩანს ზურგი… აცვია მომწვანო ორნამენტებიანი პერანგი და შავი შორტები… ყელზე აქვს ოქროსფერი “ძეწკვი” და ამავე ფერის ჯვარი.



    გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. გვამი დეტალურად დათვალიერებისა და გამოკვლევისთვის, გადასვენებული იქნა პროზექტურაში” – წერია წინასწარი დათვალიერების ოქმში.


    წყარო:newposts.ge
    895 ნახვა
    1-07-2020, 05:26
    loading...
    News-ები