X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის სანოტარო სისტემებზე წვდომის გახსნა დაავალა
  • სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს შენგელიასთვის სანოტარო სისტემებზე წვდომის გახსნა დაავალა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელი დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინისტროს ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო სისტემებზე წვდომის გახსნა დაავალა.


    "საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება და იუსტიციის სამინისტროს დაავალა სამინისტროს ჩემთვის სანოტარო ელექტრონულ რეესტრთან და სანოტარო საქმიანობისთვის საჭირო ყველა პროგრამასთან წვდომის აღდგენა".- წერს ბაჩანა შენგელია.
    ცნობისთვის, ბაჩანა შენგელია სანოტარო საქმიანობა იუსტიციის სამინისტრომ ფეისბუკის პოსტის გამო შეუჩერა.
    ბაჩანა შენგელია, ზუგდიდის მეორე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ გარდაიცვალა.



    წყარო:newposts.ge
    18 ნახვა
    1-07-2020, 05:56
    loading...
    News-ები