X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
"ვიზეარი" ქართულ ბაზარს ტოვებს?! - რას ამბობენ კომპანიაში
  • "ვიზეარი" ქართულ ბაზარს ტოვებს?! - რას ამბობენ კომპანიაში

    ავიაკომპანია "ვიზეარი" განცხადებას აქვეყნებს და ქართული ბაზრის დატოვებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
    განცხადებაში ნათქვამია, რომ "ვიზეარი" აგრძელებს საქართველოში ოპერირებას და მზადყოფნას გამოთქვამენ აღადგინონ ფრენები, როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება.


    “Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.
    Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.
    Wizz Air მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

    წყარო:newposts.ge
    232 ნახვა
    1-07-2020, 06:15
    loading...
    News-ები