X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
გორში მოკლული პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული "ჯეო სოლუშენში" მუშაობდა - შიდა ქართლში მომხდარ მკვლელობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
  • გორში მოკლული პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული "ჯეო სოლუშენში" მუშაობდა - შიდა ქართლში მომხდარ მკვლელობაზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

    მოკლული პოლიციელის, დავით სვიანაძის მეზობლების განცხადებით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც შსს-მ პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავა, გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ ქაღალდის ცეხში მუშაობდა.


    "ნიუპოსტის" კოტესპონდნეტის ცნობით, ,,ჯეო სოლუშენ” , ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი, სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი. რა პოზიციაზე მუშაობდა პოლიციელის განზრახ მკლველობაში ბრალდებული უცნობია, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული და ჟურნალოსტებს დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით კომპანიაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

    ,,არავინ არ არის ცეხში, მხოლოდ დაცვის თანამშრომლბი ვართ. შესაძლოა, იმიტომ არ მუშქობენ რომ დაკითხვაზე უნდა წავიდნენ. ჩვენი რომელი თანამშრომელია დაკავებული არ ვიცით, აქ თურქები მუშაობენ და გორში, სხვადასხვა ბინებში ქირით ცხოვრობენ. საწარმოს მეპატრონეც თურქია",-ამბობს დაცვის თანამშრომელი.

    წყარო:newposts.ge
    27 ნახვა
    1-07-2020, 07:02
    loading...
    News-ები