X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
თურქეთში მიგრანტებით დატვირთული ნავი ჩაიძირა- მსხვერპლი დიდია
  • თურქეთში მიგრანტებით დატვირთული ნავი ჩაიძირა- მსხვერპლი დიდია

    თურქეთში 60 მიგრანტით დატვირთული სატრანსპორტო ნავი აღმოსავლეთ პროვინციაში, ვანის ტბის წყლებში ამოყირავდა და ჩაიძირა- არიან გარდაცვლილებიც- ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.


    სამძებრო საქმიანობებში სანაპირო დაცვის სამსახურებმა ჩართეს ვერტმფრენები და ნავები. დადასტურებული ინფორმაციით, ამ დროისთვის წყლიდან უკვე 6 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი, თუმცა შიშობენ რომ ეკიპაჟის მასშტაბური რაოდენობის გამო დაღუპულთა რაოდენობა 50-ს გადააჭარბებს. აღნიშნული არალეგალური საქმიანობის გამო დაკავებულია 11 ადამიანი.

    ტრაგედიის ზონაში მყოფი სოფლის უსაფრთხოებისა და მიმდებარე სანაპირო ე.წ საზღვრის ადმინისტრატორი ინციდენტის დროული შეუტყობინებლობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. შინაგან საქმეთა მინისტრმა სოილუმ ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე აღნიშნა, რომ ნავი სავარაუდოდ, 110-120 მეტრის სიღრმეზე უნდა იყოს უკვე ჩაძირული

    წყარო:newposts.ge
    37 ნახვა
    1-07-2020, 07:03
    loading...
    News-ები