X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
საშინლად მაღალი წნევა მქონდა, ენმ მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა - მარშანია კობახიძეს პასუხობს
  • საშინლად მაღალი წნევა მქონდა, ენმ მოლაპარაკებებს როგორ გამიბედავდა - მარშანია კობახიძეს პასუხობს

    "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია პასუხობს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც განაცხადა, რომ "საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას მარშანია ენმ-მ და ევროპულმა საქართველომ ჩამოაშორეს".


    დეპუტატის თქმით, მიზეზი, რის გამოც კენჭისყრას ვერ დაესწრო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

    "ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ ვიყავი მეორე კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, არის ჩემი პირადი საქმე, ჩემი პირადი ჯანმრთელობა. მქონდა საშინლად მაღალი წნევა. ნაციონალური მოძრაობა ჩემთან მოსალაპარაკებლად და გადასაბირებლად კი არა, გამარჯობის სათქმელად ახლოს არ მოდის. მე მათთან ასეთი ურთიერთობა მაქვს. როგორ გამიბედავდა მე ნაციონალური მოძრაობა რაღაც შავბნელ მოლაპარაკებებს. ბატონმა კობახიძემ თავის თავს შეხედოს კარგად დიდი დურბინდით, ვაჩუქებ. კრიმინალური კოჰაბიტაციით ნაციონალებთან არის თავიდან ბოლომდე ლაფში ამოსვრილი", - განაცხადა ადა მარშანიამ.

    წყარო:newposts.ge
    42 ნახვა
    1-07-2020, 07:04
    loading...
    News-ები